საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების მიერ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმება არასერიოზულია. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია სახლობანას თამაშობს.
“არანაირი ზედმეტი შეფასება არ უნდა ამას. ახლა დაიწყეს სახლობანას თამაში, რომ მათ აქვს რაღაც შანსები, რაც გამორიცხულია. მათივე კვლევებითაც კი გამორიცხულია, რომ მათ ჰქონდეთ რაღაც შანსები. რაც არ უნდა დაიწყონ სახლობანას თამაში და ჩამოწერონ ვინ პრემიერი იქნება, ვინ სუს-ს გააუქმებს და ვინ სასამართლო სისტემას, ეს დარჩება ისევ ნათამაშებად, როგორც აქამდე თამაშობდნენ. ძალიან არასერიოზულია, როდესაც ეს ხალხი, რომელმაც საკუთარი რეიტინგი კარგად იცის, ასეთ მემორანდუმებს აფორმებს”,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიებმა – „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანი საქართველომ“ და „გირჩმა“ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მათი განმარტებით, შეთანხმება გულისხმობს „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდომის გაზრდის მიზნით, უამრავი რეფორმის განხორციელებას.