გზის რეაბილიტაცია ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე

719

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე, იქ სადაც გზები მოსაწესრიგებელია ბეტონის საფარს აგებენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ  დროისთვის  სამუშაოები 41 მისამართზე მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში გზების მოსაწესრიგებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა.

პარალელურად, გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სვიმონ კანანელის ქუჩაზე  წყალარინების ახალ ქსელზე ინდივიდუალური დაერთების სამუშაოები დასრულდა.