შემდეგი სტატია
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და ძალადობრივ ქმედებებზე შესაბამისი რეაგირება ექნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ საარჩევნოდ გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებების გამო არავინ დასჯილა.
"სახალხო დამცველი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება გვაქვს, ისევე, როგორც ამას წინა წლებში ვაკეთებდით. სამწუხაროდ, უკვე დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე ისმის ინფორმაცია...
დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილება წარადგინა, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში ტელეფონის შეტანა უნდა აეკრძალოს.
დოლიძის თქმით, ამომრჩეველზე ზეწოლის საკითხი წლებია პრობლემას წარმოადგენს და მის მიერ მომზადებული ცვლილება პრობლემის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.
"წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ხდება ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლა ეს არის მოთხოვნა, რომ ამომრჩეველმა ჯიხურში, ხმის მიცემის პროცესის შემდეგ ფოტო გადაუღოს შემოხაზულ ბიულეტენს...
წინა სტატია
წართმეული საარჩევნო ოლქის შემდეგ გენერალი დევი ჭანკოტაძე "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის ხუთეულში იქნება. ამის შესახებ "ფეისბუქში" წერს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც პარტიამ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" სახელით მაჟორიტარობის კანდიდატად სწორედ წყალტუბოს, ხონის, ვანისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქში წარადგინა, სადაც დევი ჭანკოტაძეს უკვე დიდი ხანია საარჩევნო კამპანია დაწყებული ჰქონდა, ხვდებოდა ამომრჩევლებს და მისი დიდი ბილბორდები თუ პლაკატებიც ყველგან იყო გამოკრული.
"ჩემთვის...
"გირჩის" ლიდერი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბის ოლქში, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ძელზე დაეკიდა და ლარსა და ეკონომიკურ გამოწვევებზე, 91 წამის განმავლობაში ისე ისაუბრა.
https://www.facebook.com/101466669942041/videos/1283624932037946
შეგახსენებთ, რომ ლარი გაუფასურებას განაგრძობს და დღეს, 1 აშშ დოლარი 3.2641 ლარი, 1 ევრო კი 3.8267 ლარი ღირს.
გარდა ამისა, შექმნილ ვითარებაზე განცხადება გაავრცელა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. კობა გვენეტაძე ვარაუდობს, რომ პანდემიისა და არჩევნების შემდეგ, ლარის კურსი "წონასწორულ ნიშნულს" დაუბრუნდება.
31 ოქტომბერი არის არჩევნები, რომელმაც კვლავ უნდა დაგვაყენოს განვითარების გზაზე. სამწუხაროდ, მილიარდელი ადამიანის ხელში მოსახლეობა კიდევ უფრო გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გააჩნია მოლოდინი, რომ წელს ერთმუშტად შეკრული ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ოპოზიციაში გაისტუმრებს.
,,მე ვფიქრობ, ჩვენს მიერ წარმოდგენილი გუნდი არის საკმაოდ კონკურენტუნარიანი. გუნდი, რომელიც იბრძოლებს ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის და ჩვენი შვილების,...
"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა "ენმ"-ს მიერ ზუგდიდის მაჯორიტარობის კანდიდატად ექიმ მალხაზ ჯალაღონიას წარდგენას ეხმაურება.
https://www.facebook.com/ugulavageorge/posts/3357404087686587
პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს და ბავშვებმა სწავლა საკლასო ოთახებში განაგრძონ.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დღეს გაიმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელზეც კლასებში სასწავლო პროცესის აღდგენას განიხილავენ.
"დღეს გვექნება საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, რომელზეც განვიხილავთ სასწავლო პროცესის აღდგენას ქვეყანაში. რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და ბავშვები,...
რუსთავში ღვარცოფსაწინააღმდეგო სანიაღვრე არხების მოწყობა სრულდება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ რუსთავის მიმდებარედ არსებული იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისაგან ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების დაცვის მიზნით, ქალაქ რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, წლების განმავლობაში ქალაქ რუსთავის ტერიტორია, კერძოდ ქუთაისის ქუჩის, შარტავას გამზირის, ლეონიძის და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით...
26 მაისის მოედანზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. შეზღუდვა 25 სექტემბრის 23:00 საათიდან 28 სექტემბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს.
დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით, ავტომობილებს გადაადგილება 26 მაისის მოედნის ნაცვლად, გმირთა მოედნის გავლით შეეძლებათ. სამოძრაო მიმართულება არ იცვლება, გმირთა მოედნიდან შარტავას ქუჩისკენ გადაადგილებისას.
მათი ცნობით, შესაძლებელი იქნება ასევე, კოსტავას ქუჩიდან 26...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვები, რომლებიც "თეორიულად შეიძლება დაწესდეს", იქნება მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება დაწესდეს, იქნება მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით, ეს ვერ იქნება სისტემური ჩვენი ცხოვრების ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება, ან თუნდაც პოლიტიკური პროცესი, საარჩევნო პროცესი", — განაცხადა გახარიამ.
მისივე...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
რატომ შეცვალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წყალტუბოს, ხონის, ვანისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქში უკვე წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი, გენერალი დევი ჭანკოტაძე ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანით? თანაც, როგორც პარტიაში ამბობენ, ეს ცვლილება დღეს, მაჟორიტარების წარდგენამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდა და პარტიის წევრების დიდმა ნაწილმა ეს სწორედ წარდგენისას გაიგო.
https://www.facebook.com/103132578180657/videos/294936718462010
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი droa.ge-სთან აცხადებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა „გადაწყვეტილება, რეალურად, დღეს მიიღო“ და...
ნაციონალურმა მოძრაობამ წყალტუბოს, ხონის, ვანისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გენერალი დევი ჭანკოტაძე ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლა. ამის შესახებ დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა წადგენისას გახდა ცნობილი, თუმცა, პარტიის ვებგვერდზე ამ დრომდე ამ ოლქში წარდგენილ კანდიდატად კვლავ ჭანკოტაძე წერია.
ჭანკოტაძეს აღნიშნულ ოლქში წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს, ხვდება მოსახლეობას, გამოკრულია მისი საარჩევნო პლაკატები და ბანერები. სწორედ დღეს მისმა...
დღეს საღამოს საარჩევნო სუბიექტმა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინა. კოალიციის სახელით უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იბრძოლებენ:
გიორგი კირთაძე - ბათუმის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
გია აბულაძე - ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
ელგუჯა ბაგრატიონი - ქობულეთის...
დღეს საღამოს საარჩევნო სუბიექტმა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. როგორც პარტიის ლიდერებმა თქვეს, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 5 სხვა ოპოზიციურ პარტიებს დაუთმეს. რაც შეეხება დანარჩენ 25 მაჟორიტარულ ოლქს, იქ შემდეგი კანდიდატები დასახელდნენ:
გრიგოლ ვაშაძე - ქუთაისის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
ნიკა მელია - გლდანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
ხატია დეკანოიძე - ისნის...
აფხაზეთის მთავრობამ შეცვლილი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალა და რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიას "ღვინო და კინო" 200 300 ლარს გადაუხდის ფილმის "სიმართლე აფხაზეთზე" გადაღებისთვის. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
დოკუმენტი, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა, აფხაზეთის განათლების მინისტრის, როლანდ ნიჟარაძის ხელმოწერილია.
თანხის ერთი ნაწილის - 100 ათასი ლარის - გამოყოფა 2020 წლის ბიუჯეტიდანაა დაგეგმილი, დანარჩენი 100 300 ლარი კი 2021 წლის ბიუჯეტიდან უნდა დაიფაროს.
ნიჟარაძე...
პარტიის „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განცხადებით, „ლელოს” პრემიერმინისტრობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება. ამის შეახებ კოჟორიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, კონკრეტულ კანდიდატზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ლელოს” ეყოლება პრემიერმინისტრობის კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლება ამ არჩევნებზე აუცილებლად შეიცვლება. მე ვხვდები მოსახლეობას ხაშურში, ქარელში, გორის სოფლებში და მინდა გითხრათ, სადაც ჩავდივარ არსად არავინ შემხვედრია,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































