“გირჩის” ლიდერი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბის ოლქში, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ძელზე დაეკიდა და ლარსა და ეკონომიკურ გამოწვევებზე, 91 წამის განმავლობაში ისე ისაუბრა.
#გირჩიტივი#თვალყურიგვადევნეთ#კაცმაარიცისრაიქნება
Posted by Zurab Girchi Japaridze on ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2020
შეგახსენებთ, რომ ლარი გაუფასურებას განაგრძობს და დღეს, 1 აშშ დოლარი 3.2641 ლარი, 1 ევრო კი 3.8267 ლარი ღირს.
გარდა ამისა, შექმნილ ვითარებაზე განცხადება გაავრცელა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. კობა გვენეტაძე ვარაუდობს, რომ პანდემიისა და არჩევნების შემდეგ, ლარის კურსი “წონასწორულ ნიშნულს” დაუბრუნდება.