პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვები, რომლებიც “თეორიულად შეიძლება დაწესდეს”, იქნება მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
“ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება დაწესდეს, იქნება მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით, ეს ვერ იქნება სისტემური ჩვენი ცხოვრების ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება, ან თუნდაც პოლიტიკური პროცესი, საარჩევნო პროცესი”, — განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ვირუსის გავრცელებას ხელი უნდა შევუშალოთ მკაცრი წესებით, დისციპლინით და არა შეზღუდვებითა და ეკონომიკის გაჩერებით.
“უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ჩვენ ელემენტარული წესების დაცვით, პირბადით, დისტანციით, ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას”, — თქვა გახარიამ.