დღეს საღამოს საარჩევნო სუბიექტმა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინა. კოალიციის სახელით უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იბრძოლებენ:
- გიორგი კირთაძე – ბათუმის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
- გია აბულაძე – ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
- ელგუჯა ბაგრატიონი – ქობულეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
ასევე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: ვინ იბრძოლებენ მაჟორიტარობისთვის თბილისსა და რეგიონებში “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციიდან”
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამავე დღეს რამდენიმე ოლქში გაიმართება მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები.