ნაციონალურმა მოძრაობამ წყალტუბოს, ხონის, ვანისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გენერალი დევი ჭანკოტაძე ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლა. ამის შესახებ დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა წადგენისას გახდა ცნობილი, თუმცა, პარტიის ვებგვერდზე ამ დრომდე ამ ოლქში წარდგენილ კანდიდატად კვლავ ჭანკოტაძე წერია.
ჭანკოტაძეს აღნიშნულ ოლქში წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს, ხვდება მოსახლეობას, გამოკრულია მისი საარჩევნო პლაკატები და ბანერები. სწორედ დღეს მისმა შტაბმა მოგვაწოდა საარჩევნო პლაკატების დაზიანების ფოტოფაქტები.
➡️ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წყალტუბო-ვანი-ხონის ოლქში დევი ჭანკოტაძე სოფელ…
Posted by დევი ჭანკოტაძე / Devi Chankotadze on ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2020
რა გახდა ჭანკოტაძის ჟორჟოლიანით ჩანაცვლების მიზეზი, ჯერ უცნობია. droa.ge მიზეზის გარკვევას ნაციონალურ მოძრაობაში ცდილობს.