ვინ იბრძოლებენ მაჟორიტარობისთვის თბილისსა და რეგიონებში “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციიდან”

676

დღეს საღამოს საარჩევნო სუბიექტმა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. როგორც პარტიის ლიდერებმა თქვეს, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 5 სხვა ოპოზიციურ პარტიებს დაუთმეს. რაც შეეხება დანარჩენ 25 მაჟორიტარულ ოლქს, იქ შემდეგი კანდიდატები დასახელდნენ:

  1. გრიგოლ ვაშაძე – ქუთაისის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  2. ნიკა მელია – გლდანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  3. ხატია დეკანოიძე – ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  4. ლევან ხაბეიშვილი სამგორის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  5. ლევან ბეჟაშვილი – გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  6. გიორგი ბოტკოველი – თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  7. დავით კირკიტაძე – რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  8. აზერ სულეიმანოვი – მარნეულისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  9. ბადრი ბასიშვილი – გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  10. ნატო ჩხეიძე – ხაშურის, ქარელის, გორის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  11. ვაჟა ჩიტაშვილი – ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  12. მელიქ რაისიანი – ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  13. გიორგი კაპანაძე – საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  14. კახა გეწაძე – ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  15. ნანუკა ჟორჟოლიანი – წყალტუბოს, ხონის, ვანისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  16. რომან ფიფია – მარტვილის, აბაშის, ჩხორყუსა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუატატობის კანდიდატი
  17. მურთაზ ზოდელავა – ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  18. მალხაზ ჯალაღონია – ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  19. ლევან ვარშალომიძე – ბათუმის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  20. ბონდო თევდორაძე – ქობულეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  21. მიშა ბოლქვაძე – ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  22. კახა ოქრიაშვილი – დმანისის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  23. ცეზარ ჩოჩელი – თიანეთის, დუშეთისა და მცხეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  24. დილარ ხაბულიანი – ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  25. მანუჩარ კვირველია – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

ასევე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: ვინ იბრძოლებენ აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად ნაციონალური მოძრაობიდან

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამავე დღეს რამდენიმე ოლქში გაიმართება მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები.