26 მაისის მოედანზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

321

26 მაისის მოედანზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. შეზღუდვა 25 სექტემბრის 23:00 საათიდან 28 სექტემბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით, ავტომობილებს გადაადგილება 26 მაისის მოედნის ნაცვლად, გმირთა მოედნის გავლით შეეძლებათ. სამოძრაო მიმართულება არ იცვლება, გმირთა მოედნიდან შარტავას ქუჩისკენ გადაადგილებისას.

მათი ცნობით, შესაძლებელი იქნება ასევე, კოსტავას ქუჩიდან 26 მაისის მოედანზე მობრუნება და გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება.