წართმეული საარჩევნო ოლქის შემდეგ გენერალი დევი ჭანკოტაძე “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის ხუთეულში იქნება. ამის შესახებ “ფეისბუქში” წერს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც პარტიამ გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” სახელით მაჟორიტარობის კანდიდატად სწორედ წყალტუბოს, ხონის, ვანისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქში წარადგინა, სადაც დევი ჭანკოტაძეს უკვე დიდი ხანია საარჩევნო კამპანია დაწყებული ჰქონდა, ხვდებოდა ამომრჩევლებს და მისი დიდი ბილბორდები თუ პლაკატებიც ყველგან იყო გამოკრული.
“ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში შესვლა გენერალო! სიის ხუთეულში ღირსეულად წარმოადგენთ ქართული არმიის ყველაზე სწორ და უშიშარ სახეს.
იმედი მაქვს, მოვახერხებ გამარჯვებას, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ისაა რომ ჩემი ბრძოლა ღირსეული იქნება და კონკურენტების დამცირებაზე, დაკნინებაზე და ლანძღვაზე არ გაივლის.
უკვე ვხვდები რომ საინტერესო ამბავში შევედი. მახარებს ფაქტი რომ წარდგენის მთავარი თემა ხონი, ვანი, სამტრედია, წყალტუბოა. ის ხალხი იმსახურებს ასეთ ყურადღება,”- წერს ჟორჟოლიანი.
დევი ჭანკოტაძე / Devi Chankotadze -ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში შესვლა გენერალო! სიის ხუთეულში…
Posted by Nanuka Zhorzholiani on ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2020