"ევროპული საქართველოს" წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, 30 სექტემბერს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია აპირებს, რომ საუბნო კომისიების თავჯდომარეებად დანიშნოს "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული პიროვნებები.
დონაძის თქმით, ეს ადამიანები არიან საჯარო მოხელეები, სკოლის დირექტორები და ა(ა)იპ-ის თანამშრომლები, ხოლო მათი დანიშვნა საუბნო კომისიების თავჯდომარედ არღვევს საარჩევნო კოდექსს.
"ევროპულმა საქართველომ" წინა ბრიფინგზე გაგაცანით იმ ადამიანების სია, რომლებიც დაკავშირებული არიან "ქართულ ოცნებასთან" და როგორც ნეიტრალური წევრები აირჩიეს...
ძამის ხეობაში, გვერძინეთიდან ტყემლოვანამდე გზის დაგება დამთავრდა. "ბლექს სი გრუპისა" და "ჯეუ გრუპის" წარმომადგენლები მცირე სახის სამუშაოებს მხოლოდ ორ ადგილზე აწარმოებენ, სადაც მდინარე მთავარ გზას კვეთს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობდა, რომ გზის მშენებლობის დასრულება წელს ვერ მოესწრებოდა. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ტექნიკა და მუშა-ხელი გაზაფხულზე არ მუშაობდა.
გზის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
ახალი გზის საწყისი მონაკვეთი იწყება...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ "გორის დღეების" აღნიშვნა გაურვეველი ვადით გადადო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
როგორც უწყებაში ამბობენ, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დარეგულირდა, სახალხო დღესასწაული შესაძლოა წლის ბოლოსთვის ჩატარდეს. შეზღუდვების გაგრძელების შემთხვევში კი „გორის დღეები“ ტრადიციულად მომავალი წლის შემოდოგომით აღინიშნება.
„გორის დღეების აღსანიშნავი ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გადადო. ამ წელს თუ გადასცდება, სავარაუდოდ, მომავალი წლის შემოდგომაზე გაიმართება ტრადიციულად. ღონისძიება გაიმართება, როგორც კი ქვეყანაში...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
„საქართველოს მელიორაციის“ ცნობით, კახეთში, წნორის კომპლექსების ტერიტორიაზე, ბოდბისხევის კოლექტორიდან გამომავალი სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„დანალექისა და ხე-მცენარეებისგან 8 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 180 ჰექტარი სატბორე მეურნეობისთვის და 60 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობისთვის სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
„საქართველოს მელიორაციამ“...
„სტრატეგია აღმაშენებლის" სპიკერის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, დედაქალაქის მერია კვლავინდებურად აგრძელებს პოლიტიკური მოძრაობის მიმართ ჯარიმების გამოწერას და კვლავინდებურად ზღუდავს მათ საარჩევნო კამპანიას.
აქუბარდიას თქმით, ჯარიმების მოცულობამ 70 ათას ლარს მიაღწია, რაც საკმაოდ არაბუნებრივია და ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობამაც" საქმის შესწავლის შემდეგ, მუნიციპალური სამსახურების ქმედებების არასამართლიანობა დაადასტურა.
„სამწუხაროდ, თბილისის მერია აგრძელებს „სტრატეგია აღმაშენებლის „ წინააღმდეგ წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლას. ივლისიდან მოყოლებული სექტემბრის ბოლომდე პარტიას აქვს მერიის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ბოლნისში, სოფელ ნახიდურში ადგილობრივმა ვეტერანებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გამართეს.
მათ გუშინ „ჩაიხანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულ პარტიის მხარდამჭერებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ მოსახლეობას „ზღაპრებს უყვება“ და აცხადებს, რომ თითქოს მათი მხარდამჭერები სცემეს.
თუმცა, დიმიტრი შაშკინის...
წინა სტატია
მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივა ბიურომ ინიციატორებს უკან დაუბრუნა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ინიციატივა უნდა იყოს წარმოდგენილი პაკეტის სახით და თან უნდა ახლდეს თანმდევი კანონპროექტები.
კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, რომელიც ქუთაისისთვის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, ბიურომ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ინიციატივა ხარვეზის გამოსწორების მიზნით ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ უკან დაუბრუნდა.
ცნობისათვის, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქალაქ ქუთაისისთვის...
ქალაქ ხონსა და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის აკაკი ბობოხიძის საარჩევნო პლაკატები რამდენიმე ადგილას ჩამოხიეს. ამის შესახებ ინფორმაცია "საქართველოს მედია-კლუბს" აკაკი ბობოხიძის შტაბის უფროსმა, დავით ჭავჭანიძემ, ფოტომასალათნ ერთად მიაწოდა.
დავით ჭავჭანიძის განცხადებით, მათი პლაკატები 23 სექტემბერს დააზიანეს.
ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების პლაკატებისა და სააგიტაციო მასალის დაზიანება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 46-ე მუხლის მე-71...
გორში სხვადასხვა ლოკაციაზე მოქალაქეები სიჩქარის შემანელებელი, ხელოვნური უსწორმასწორობის მოწყობას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
აღნიშნული მოთხოვნით გორის მუნიციპალიტეტის მერიას ძმები რომელაშვილების, გალუსტაშვილის და სუხიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა მიმართეს. როგორც განკარგულებაში ვკითხულობთ, მოსახლეობა საგზაო ნიშნის განთავსებას უსაფრთხოების მიზნით ითხოვს.
"ძმები, რომელაშვილების N97-ში ფუნქციონირებს სახელოვნებო სკოლა სტუდია და საჭიროა სიჩქარის შემაკავებელი ნიშნის დაყენება, რაც შეეხება გალუსტაშვილის ქუჩას, აქ სკვერი მდებარეობს, რის გამოც მოსახლეობა...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება აცხადებს ნახატების კონკურსს გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის.
მოსწავლეებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნამუშევრები ,,ბავშვთა დაცვის კოდექსით“ განსაზღვრულ 6 თემატიკაზე: "ჩემი ოჯახი“, "განათლების უფლება“, მრავალფეროვანი და ტოლერანტული გარემო“, "როგორი გინდა იყოს შენი ქალაქი/სოფელი“, "ჯანსაღი ცხოვრების წესი“ და "ცხოვრება მავნე ჩვევების გარეშე“.
თითოეულ თემატიკაზე ერთი გამარჯვებული გამოვლინდება საკონკურსო კომისიის მიერ. კონკურსის მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო სიგელები, ხოლო გამარჯვებულების...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის თვეში, რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დამთავრდება და გურჯაანელ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, ტექნოპარკში, თანატოლებთან ერთად ინოვაციური იდეები შეიმუშაონ და განახორციელონ. ქალაქსა და სოფლებში მოგვარდება მიუსაფარი ცხოველების პრობლემაც. მასშტაბურ პროექტებზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
კახეთის რეგიონში მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების მიზნით სამუშაოების განხორციელება დაიწყო. შეხვედრები რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში უკვე დასრულების ფაზაშია, რის შემდეგაც ყველა მუნიციპალიტეტი საკუთარი სერვისების შეფასებასა და ანალიზს მოახდენს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მუნიციპალური სერვისების ხარისხის თვითშეფასების დოკუმენტზე სამუშაოდ რეგიონის მუნიციპალიტეტებში სპეციალური სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ამჟამად დოკუმენტის დახვეწაზე მუშაობენ. სამუშაოების მიმდინარეობას პროექტის ექსპერტი ირაკლი კახიძე დაესწრო, რომელმაც მუნიციპალიტეტების მიერ გაწეული სამუშაოები დადებითად შეაფასა.
„ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების...
თუშეთის ათ სოფელში გირევში, დანოში, დართლოში, ნაკუდურთაში, ჭონთიოში, ფარსმაში, ომალოში, ეთელთაში, კვავლოსა და ინდურთაში საინფორმაციო დაფები და მიმართულების მაჩვენებლები დამონტაჟდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
პროექტის USAID/Zrda საქართველოში წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული სამუშაოების განხორციელება ხელს შეუწყობს თუშეთის კულტურული მარშრუტის პოპულარიზაციას თუშეთში აღმოჩენილი და მარკირებული პეტროგლიფების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით.
მათივე განცხადებით, აღნიშნული სერვისები ასევე დააკმაყოფილებს ვიზიტორთა საჭიროებებს, ხელს შეუწყობს მათ ნავიგაციაში და გაზრდის...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასოფლო და საუბნო გზები მოსაწესრიგებელია. მათ შორის ბევრი გზის რეაბილიტაცია გასულ წლებში უნდა დასრულებულიყო.
ამჟამად ტენდერი გამოცხადებულია შემდეგი გზების სარეაბილიტაციოდ:
მარელისში ცისკაძეების საუბნო გზა (სატენდერო თანხა – 271 249 ლარი). ეს პროექტი ორწლიანია და 2021 წელს უნდა დასრულდეს;
სარგვეშში ცისკაძეების საუბნო გზა (366 824 ლარი);
წყალაფორეთში ბაღისა და გაბეხაძეების საუბნო გზები (254 166 ლარი);
დეისის გზა (363 788 ლარი);
მოლითის ცენტრალური და ბაბის სასოფლო...
იუსტიციის სამინისტრომ, კერძოდ საჯარო რეესტრმა კურორტ გომისმთაზე მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაცია უვადოდ შეაჩერა. ამის შესახებ დაინტერესებული პირებისათვის ამ დღეებში გახდა ცნობილი. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.
რამდენიმე ადამიანმა წულუკიანის უწყების წინააღმდეგ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ საჯარო რეესტრის ეს გადაწყვეტილება უკანონოა.
მითუმეტეს მაშინ, როცა სულ რარაც ერთი თვის წინ კურორტი თავად იუსტიციის მინისტრმა მოინახულა და დაინტერესებულ ყველა პირს მიწების დარეგისტრირება...
წინა სტატია
როცა წინასაარჩევნოდ პულსი არ გესინჯება, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ სადღაც მიზერში ხარ, გასაგებია, რაღაც უნდა გამოიგონო და ყურადღება მიიპყრო, – ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით ბაციკაძე.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აჟიოტაჟის შექმნას ცდილობს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ეს პერიოდი გამოიყენოს და შექმნას აჟიოტაჟი. თურმე მათ ესხმიან თავს და პლაკატებს, არადა პირიქით მოდიან პროვოკაციებზე....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































