„გორის დღეების“ აღნიშვნა გაურკვეველი ვადით გადაიდო

525

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ “გორის დღეების” აღნიშვნა გაურვეველი ვადით გადადო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

როგორც უწყებაში ამბობენ, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დარეგულირდა, სახალხო დღესასწაული შესაძლოა წლის ბოლოსთვის ჩატარდეს. შეზღუდვების გაგრძელების შემთხვევში კი „გორის დღეები“ ტრადიციულად მომავალი წლის შემოდოგომით აღინიშნება.

„გორის დღეების აღსანიშნავი ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გადადო. ამ წელს თუ გადასცდება, სავარაუდოდ, მომავალი წლის შემოდგომაზე გაიმართება ტრადიციულად. ღონისძიება გაიმართება, როგორც კი ქვეყანაში არსებული კოვიდსიტუაცია და ამინდები მოგვცემს ამის შესაძლებლობას“, – ამბობენ გორის მერიაში.