თუშეთის ათ სოფელში საინფორმაციო დაფები და მიმართულების მაჩვენებლები დამონტაჟდა

483

თუშეთის ათ სოფელში გირევში, დანოში, დართლოში, ნაკუდურთაში, ჭონთიოში, ფარსმაში, ომალოში, ეთელთაში, კვავლოსა და ინდურთაში საინფორმაციო დაფები და მიმართულების მაჩვენებლები დამონტაჟდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. 

პროექტის USAID/Zrda საქართველოში წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული სამუშაოების განხორციელება ხელს შეუწყობს თუშეთის კულტურული მარშრუტის პოპულარიზაციას თუშეთში აღმოჩენილი და მარკირებული პეტროგლიფების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით.

მათივე განცხადებით, აღნიშნული სერვისები ასევე დააკმაყოფილებს ვიზიტორთა საჭიროებებს, ხელს შეუწყობს მათ ნავიგაციაში და გაზრდის ტურისტების კმაყოფილებას. აღნიშნული სამუშაოები პროექტის მხარდაჭერით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, განახორციელა.