გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
„საქართველოს მელიორაციის“ ცნობით, კახეთში, წნორის კომპლექსების ტერიტორიაზე, ბოდბისხევის კოლექტორიდან გამომავალი სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„დანალექისა და ხე-მცენარეებისგან 8 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 180 ჰექტარი სატბორე მეურნეობისთვის და 60 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობისთვის სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
„საქართველოს მელიორაციამ“ არხის მოწესრიგების სამუშაოები საკუთარი ძალებით სექტემბერში დაიწყო და ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.