მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივა ბიურომ ინიციატორებს უკან დაუბრუნა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ინიციატივა უნდა იყოს წარმოდგენილი პაკეტის სახით და თან უნდა ახლდეს თანმდევი კანონპროექტები.
კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, რომელიც ქუთაისისთვის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, ბიურომ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ინიციატივა ხარვეზის გამოსწორების მიზნით ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ უკან დაუბრუნდა.
ცნობისათვის, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქალაქ ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. კერძოდ, ინიციატივის თანახმად, ქუთაისს საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი ენიჭება.