გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება აცხადებს ნახატების კონკურსს გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის.
მოსწავლეებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნამუშევრები ,,ბავშვთა დაცვის კოდექსით“ განსაზღვრულ 6 თემატიკაზე: “ჩემი ოჯახი“, “განათლების უფლება“, მრავალფეროვანი და ტოლერანტული გარემო“, “როგორი გინდა იყოს შენი ქალაქი/სოფელი“, “ჯანსაღი ცხოვრების წესი“ და “ცხოვრება მავნე ჩვევების გარეშე“.
თითოეულ თემატიკაზე ერთი გამარჯვებული გამოვლინდება საკონკურსო კომისიის მიერ. კონკურსის მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო სიგელები, ხოლო გამარჯვებულების ნამუშევრები დაიბეჭდება საინფორმაციო ბროშურაში.
საკონკურსო ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს A4 ფორმატზე. ნახატთან ერთად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი სახელის, გვარის, ასაკისა და სკოლის მითითებით.
საკონკურსო ნამუშევრები მიიღება მიმდინარე წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში.
მისამართი: გორი, გრიგოლ ფერაძის №5, გორის მუნიციპალიტეტის მერია.
საკონტაქტო პირი: დიანა ბერიძე, ტელ: 595 33 55 07.