ძამის ხეობაში, გვერძინეთიდან ტყემლოვანამდე გზის დაგება დამთავრდა

559

ძამის ხეობაში, გვერძინეთიდან ტყემლოვანამდე გზის დაგება დამთავრდა. “ბლექს სი გრუპისა” და “ჯეუ გრუპის” წარმომადგენლები მცირე სახის სამუშაოებს მხოლოდ ორ ადგილზე აწარმოებენ, სადაც მდინარე მთავარ გზას კვეთს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 

ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობდა, რომ გზის მშენებლობის დასრულება წელს ვერ მოესწრებოდა. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ტექნიკა და მუშა-ხელი გაზაფხულზე არ მუშაობდა.

გზის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

ახალი გზის საწყისი მონაკვეთი იწყება სოფ. ელბაქიანთკარის დასახლებულ პუნქტში, რომლის შემდეგაც გაივლის სოფ. გვერძინეთის დასახლებას და მიემართება სოფ. ტყემლოვანამდე.

გარდა ამისა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონაკვეთზე ადგილობრივ სოფლებამდე (სოფ. წიფლოვანა, კოდმანი, ქვათეთრი, ბატეთი, ლოშკინეთი და სხვა) მისასვლელი გზების მიერთებებია განლაგებული.