ხარაგაულში გზების სარეაბილიტაციოდ გამოცხადებული და არ შემდგარი ტენდერები

450

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასოფლო და საუბნო გზები მოსაწესრიგებელია. მათ შორის ბევრი გზის რეაბილიტაცია გასულ წლებში უნდა დასრულებულიყო.

ამჟამად ტენდერი გამოცხადებულია შემდეგი გზების სარეაბილიტაციოდ:

  • მარელისში ცისკაძეების საუბნო გზა (სატენდერო თანხა – 271 249 ლარი). ეს პროექტი ორწლიანია და 2021 წელს უნდა დასრულდეს;
  • სარგვეშში ცისკაძეების საუბნო გზა (366 824 ლარი);
  • წყალაფორეთში ბაღისა და გაბეხაძეების საუბნო გზები (254 166 ლარი);
  • დეისის გზა (363 788 ლარი);
  • მოლითის ცენტრალური და ბაბის სასოფლო გზა (285 126 ლარი);

ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა საქარიქედი-ლაშის იგორეთის დამაკავშირებელი (სატენდერო თანხა – 484 477 ლარი) და თეთრაწყაროს გზის სარეაბილიტაციოდ (155 896 ლარი).

მიმდინარეობს ხელშეკრულებების მომზადება ერეთა-დინარის დამკავშირებელი გზისა და ბაზალეთში ჭიპაშვილების საუბნო გზის მოსაბეტონებლად. ერეთა-დინარის დამაკავშირებელ გზას შპს „კოხტის ძირი 2010“ 458 885 ლარად მოაწყობს. ბაზალეთში ჭიპაშვილების საუბნო გზას შპს „კავკასენერგო“ 345 505 ლარად მოაბეტონებს. ორივე გზის პროექტი გარდამავალია და მათი რეაბილიტაცია 2021 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

ხორითის, ნუნისის, ზედუბნის, ლეღვანი-მარელისის დამაკავშირებელი გზების, გოლათუბანში სხვერისა და სადგურის უბნების გზის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებული ტენდერები არ შედგა, რადგან მათში მონაწილეობა არც ერთმა მშენებელმა ორგანიზაციამ არ მიიღო. ამ ტენდერებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი განმეორებით გამოაცხადებს.