ქალაქ ხონსა და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის აკაკი ბობოხიძის საარჩევნო პლაკატები რამდენიმე ადგილას ჩამოხიეს. ამის შესახებ ინფორმაცია “საქართველოს მედია-კლუბს” აკაკი ბობოხიძის შტაბის უფროსმა, დავით ჭავჭანიძემ, ფოტომასალათნ ერთად მიაწოდა.
დავით ჭავჭანიძის განცხადებით, მათი პლაკატები 23 სექტემბერს დააზიანეს.
ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების პლაკატებისა და სააგიტაციო მასალის დაზიანება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 46-ე მუხლის მე-71 პუნქტის პირდაპირი დარღვევაა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „საქართველოს მედია-კლუბი“ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის ანგარიშები ორგანიზაციის ვებპლატფორმაზე – www.droa.ge გამოქვეყნდება.