ცენტრალურ საარჩევნო კომისიის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიების ბოლო პერიოდში გამართულ სხდომებზე პოლიტიკური განცხადებები კეთდება, რაც მიზანმიმართულად დაძაბული ფონის შექმნასა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ემსახურება.
მათი განმარტებით, ცესკო დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით მრავალიწელია სარგებლობს, მაგრამ მსგავსი პოლიტიკური განცხადებებით, ცდილობენ იგი პოლიტიკურ პლატფორმად გადააქციონ და მის რეპუტაციას ზიანი მაიყენონ. ცესკოში აცხადებენ, რომ ცენტრალური თუ საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები პოლიტიკური დებატების წარმართვის ადგილი არ...
კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადების შედეგ არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ. ოქრიაშვილი ამბობს, რომ მის ოლქში ის არჩევნებს იგებს, ეს ხელისუფლებამაც იცის და დაჭერებით კონკურენტის ჩამოშორებას შეეცდება. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
"თუ დააანონსა, ალბათ მეც დამიჭერენ და მეც პოლიტიკური პატიმარი ვიქნები, მაგათ სჩვევიათ დაჭერები", - ამბობს ოქრიაშვილი.
კობახიძის განცხადებაში პირდაპირი მუქარა დაინახეს ოპოზიციის სხვა წევრებმაც. ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ ჩვეულ ტაქტიკას...
ინფრასტრუქტურული პრობლემები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაანში.
წლების განმავლობაში არაერთი პროექტის განხორციელების მიუხედავად, სოფლებში მოუგვარებელი საკითხები მაინც რჩება. მაშნაანში მოსახლეობას წყლის, ვაქირში კი გზის პრობლემა აწუხებს. ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ქალაქ გურჯაანში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოასფალტების სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 აპრილის, აღმაშენებლის, სარაჯიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე დასრულდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობამ „გზამშენი 15“ შეასრულა და სულ 385 325 ლარი დაიხარჯა.
პროექტი გარდამავალია და ორ ეტაპად განხორციელდება. ჯამური ღირებულება 935 000 ლარია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება.
ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი თამარ კორძაია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არაორგანიზებულობაში ადანაშაულებს.
როგორც კორძაიამ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო კომისიის საქმიანობაში დამხმარე პერსონალის მონაწილეობა წარმოადგენს სრულიად თვითნებურ ხასიათს, რადგან ბუნდოვანია მათი უფლება-მოვალეობები და ასეთ პირებთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულებები უნდა იყოს ღია და საზოგადოებისთვის ცნობილი.
„უკვე მეორე დღეა საუბნო საარჩევნო კომისიები იხსნება და ჩვენ გვაქვს სახეზე...
ბორჯომის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდება, პროექტის სავარაუდო ღირებულება 1,5 მილიონი ლარია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ბორჯომის მერიამ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა, დამპროექტებელმა კომპანიამ მოედნის რეაბილიტაციის პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა მოამზადოს, რისთვისაც უწყება 38 135 ლარის დახარჯვას გეგმავს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი უნდა ითვალისწინებდეს 4 000 კვ.მ ტერიტორიის მოწყობის გეგმას, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 1...
წინა სტატია
ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქში, "ტრიბუნას" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გელა კვარაცხელია ამბობს, რომ შსს-დან აღებული ახალი ცნობის მიხედვით, მას ნასამართლეობა აღარ უწერია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ჩემი კანდიდატად რეგისტრაცია შესაძლებელია და არავითარი პრობლემა აღარ არის. ხელისუფლებამ გამოასწორა თავისი შეცდომა და ჩემი ნასამართლეობის საკითხი შეცვალა კანონიერი ცნობით,“ - ამბობს კვარაცხელია.
28 სექტემბერს გელა კვარაცხელიამ ახალციხეში საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის მის...
ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარემ, სუმბატ კიურეღიანმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. იგი „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის 37–ე წევრია და წინა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის ემზადება.
სუმბატ კიურეღიანის განცხადება საკრებულომ დღეს, 30 სექტემბერს დააკმაყოფილა. იგი ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს შვიდი წლის განმავლობაში იკავებდა.
31 ოქტომბრის არჩევნებში საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის 37–ე წევრია.
„გუშინ დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და დღეს საკრებულოს...
ამორმჩევლის საკვები პროდუქტებით მოსყიდვის მორგი ფაქტი გურიაში. ოზურგეთში, "ქართული ოცნების" აქტივისტები მოქალაქეებს ამჯერად 5 კილოგრამიან მაკარონს ურიგებენ. ინფორმციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
"მთავარი არხის" ცნობით, მსგავს ფაქტებს ხშირად აქვს ადგილი და პროდუქტებს იმათ ურიგებენ, ვინც "ოცნებას" არჩევნებზე ხმის მიცემას პირდება.
ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ 5 კილო მაკარონს ყველას ურიგებდნენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ადგილზე მათი გადამღები ჯგუფის გაჩენის შემდეგ მაკარონსი დარიგება შეწყდა, ტერიტორია კი...
ზაურ დარგალს მერის სტატუსი შეუჩერდა. ამის შესახებ ინფრმაცია, დღეს, 30 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესამსახურში TV4-ს განუცხადეს, მერის მოვალეობას ზაურ დარგალის პირველი მოადგილე, ზაურ ტაბატაძე შეასრულებს.
მათვე ცნობით, მარნეულის მერმა, საკრებულოს უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშრებით, განცხადებით მიმართა.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 56-ე მუხლის ვ პუნქტის საფუძველზე, მერს უფლებამოსილება უჩერდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ის საპრეზიდენტო თუ წარმომადგენლობით...
გორის მუნიციპალიტეტის მერია მტკვარწყალმშენის მიმდებარედ ელექტრონულ აუქციონზე მიწის ნაკვეთს ასხვისებს.
3 546 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის საწყისი ფასი ელექტრონულ აუქციონზე 70 000 ლარია.
"აუქციონის პირობად განისაზღვროს შემდეგი: პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში მოხდეს მიწის ნაკვეთზე საწარმოს მშენებლობა და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება", - ირკვევა აუქციონის პირობებიდან.
აუქციონი 6 ოქტომბერს სრულდება. ბიჯი 7 000 ლარია.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
"სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში. თვითნებურად დაყრილი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიები იწმინდება ვარიანსა და ფლავისმანში. სტიქიური ნაგავსაყრელები გასუფთავდა სოფლებში: მეჯვრისხევი, ტყვიავი და მუმლაანთკარი", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სააგენტოში ამბობენ, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები ყველა სოფელში გაგრძელდება.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში ე.წ. ,,არტოს ბაღისთვის“ გია ყანჩელის სახელის მინიჭების შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა.
2020 წლის, 2 ოქტომბერს კომპოზიტორის გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდება. გია ყანჩელი ჩუღურეთის რაიონში, „არტოს ბაღის“ მიმდებარედ ცხოვრობდა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი ამ უბანს და ტერიტორიას უკავშირდება.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიება, სიმბოლურად აღმაშენებლის გამზირზე ,,არტოს ბაღში“ ჩატარდა. განხილვაში...
"ნაციონალური მოძრაობის'' ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიგა შუშანია შპს ,,პარკინგსერვისს'' ხალხის ფულის უკანონოდ ხარჯვაში ადანაშაულებს. როგორც გიგა შუშანია ამბობს, პარკინგსერვისის შენახვა ქუთაისის მოსახლეობას სამი მილიონი ლარი უჯდება, მაშინ როცა ორგანიზაცია 1 მილიონ 784 ათასი ლარის დავალიანებაში იმყოფება. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
"პარკინგ სერვისს 600 ათასი უნდა მოეტანა და ამის ნაცვლად მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს. ორგანიზაციის შესანახად ქუთაისელების გაწეული...
დღეს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 150 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ევროში) ოდენობის სესხი დაამტკიცა, რაც საქართველოში წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების გაუმჯობესებას და წყლის სექტორის განვითარებისთვის მთავრობის კომპლექსური მიდგომის შემუშავებაში დახმარებაზე დაიხარჯება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში ADB 130 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პოლიტიკაზე დაფუძნებულ სესხს გამოყოფს, ხოლო 20 მილიონი აშშ დოლარი პროექტის განსახორციელებლად მიმართული სესხია.
„ამჟამად საქართველოს წყალმომარაგებისა...
ხარაგაულში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის განმეორებით გამოცხადებული ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა.
რუსთავში რეგისტრირებული შპს „ლ და კ“-მ (დირექტორი კობა ლომიძე) ამ სამუშაოების შესრულებას 3 917 000 ლარად აპირებს. ტენდერი 4 316 294 ლარზე იყო გამოცხადებული.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად გამარჯვებულმა კომპანიამ ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემა ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვეში უნდა აღადგინოს.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ გამარჯვებულთან ხელშეკრულება რამდენიმე დღეში უნდა გააფორმოს.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის წყალმომარაგებისათვის 2020 წლის 30 აპრილს გამოცხადებული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































