ხარაგაულის წყალმომარაგების ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

353

ხარაგაულში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის განმეორებით გამოცხადებული ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა.

რუსთავში რეგისტრირებული შპს „ლ და კ“-მ (დირექტორი კობა ლომიძე) ამ სამუშაოების შესრულებას 3 917 000 ლარად აპირებს. ტენდერი 4 316 294 ლარზე იყო გამოცხადებული.

საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად გამარჯვებულმა კომპანიამ ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემა ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვეში უნდა აღადგინოს.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ გამარჯვებულთან ხელშეკრულება რამდენიმე დღეში უნდა გააფორმოს.

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის წყალმომარაგებისათვის  2020 წლის 30 აპრილს გამოცხადებული ტენდერი „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით შეწყდა.