გორის მუნიციპალიტეტის მერია მტკვარწყალმშენის მიმდებარედ ელექტრონულ აუქციონზე მიწის ნაკვეთს ასხვისებს.
3 546 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის საწყისი ფასი ელექტრონულ აუქციონზე 70 000 ლარია.
“აუქციონის პირობად განისაზღვროს შემდეგი: პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში მოხდეს მიწის ნაკვეთზე საწარმოს მშენებლობა და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება”, – ირკვევა აუქციონის პირობებიდან.
აუქციონი 6 ოქტომბერს სრულდება. ბიჯი 7 000 ლარია.