ქალაქ გურჯაანში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოასფალტების სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 აპრილის, აღმაშენებლის, სარაჯიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე დასრულდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობამ „გზამშენი 15“ შეასრულა და სულ 385 325 ლარი დაიხარჯა.
პროექტი გარდამავალია და ორ ეტაპად განხორციელდება. ჯამური ღირებულება 935 000 ლარია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება.