ზაურ დარგალს მერის სტატუსი შეუჩერდა

439

ზაურ დარგალს მერის სტატუსი შეუჩერდა. ამის შესახებ ინფრმაცია, დღეს, 30 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესამსახურში TV4-ს განუცხადეს, მერის მოვალეობას ზაურ დარგალის პირველი მოადგილე, ზაურ ტაბატაძე შეასრულებს.

მათვე ცნობით, მარნეულის მერმა, საკრებულოს უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშრებით, განცხადებით მიმართა.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 56-ე მუხლის ვ პუნქტის საფუძველზე, მერს უფლებამოსილება უჩერდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ის საპრეზიდენტო თუ წარმომადგენლობით არჩევნებზე მონაწილეობს.