გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
“სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში. თვითნებურად დაყრილი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიები იწმინდება ვარიანსა და ფლავისმანში. სტიქიური ნაგავსაყრელები გასუფთავდა სოფლებში: მეჯვრისხევი, ტყვიავი და მუმლაანთკარი“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სააგენტოში ამბობენ, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები ყველა სოფელში გაგრძელდება.