საზოგადოებასთან კონსულტაციისა და სათანადო შეფასების გარეშე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენება უკანონოა, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის "მწვანე ალტერნატივას" განცხადებაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"2020 წლის 6 ოქტომბერს, თბილისის მერმა საზოგადოებას აცნობა, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარის ფართობზე, ცენტრალური პარკი მოეწყობა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ნათელია, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული ტერიტორიის ფუნქციური დანიშნულება და ლანდშაფტი, რაც ბუნებრივი მწვანე საფარის შენობებით, ასფალტითა...
რამდენად აქტიური იყო ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებების კომიტეტების მუშაობა აჭარის უმაღლესს საბჭოში? რა შედეგი მოუტანა დეპუტატების ინიციატივებმა მოსახლეობას? განათლებისა და ჯანდაცვის კომიტეტების საქმიანობას მმართველი გუნდი აფასებს. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებების სიმცირისათვის ადანაშაულებს, - ამ თემაზე სიუჟეტს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
როგორი იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული კომიტეტის მუშაობა აჭარის უმაღლეს საბჭოში უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე - შეფასება ისევ მმართველ გუნდს ვთხოვეთ. თავმჯდომარემ,...
თბილისის მერიის დაკვეთით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ბაგების დასახლებაში გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების გამო, 9 ოქტომბრიდან მიმდინარე თვის ბოლომდე, ხიდზე გადაადგილება შეიზღუდება.
"აღნიშნულ პერიოდში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მოქალაქეებს მერიის მიერ დანიშნული მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება", - განმარტავენ მერიაში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინფორმაციით, 90 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყობა სკოლის ეზოც, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
"პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 1.7 მილიონი ლარით ფინანსდება, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტი 2019 წლის ივლისში...
კახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ 2 ახალი შენობა გაიხსნა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან, კაჭრეთისა და წნორის გადაუდებელი დახმარების ცენტრების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
ადმინისტრაციული შენობები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან და კაჭრეთისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად მოინახულა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი...
თავისუფალი საქართველო“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც რეალურად სურს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, - ასე მიმართა მისაქციელში შეკრებილ მხარდამჭერებს დღეს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ.
„თუკი ჩვენთან ერთად ვინმეს მართლაც სურს კანონის უზენაესობა, მაშინ სამართლებრივად შეაფასოს ის სისხლიანი მოვლენები, რომელსაც 90-იან წლებში ეროვნული ხელისუფლების დამხობა მოჰყვა, მაგრამ ამაზე დღემდე არავინ საუბრობს, ამიტომ გაუგებარია მათი ასეთი „დემოკრატიულობა“ და ვითომ დეკლარირებული „ლიბერალიზმი“. არ მესმის, როგორ...
ცესკო საარჩევნო კომისიების მუშაობის შეფერხების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ უცხო პირები, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელით, უკავშირდებიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და ეუბნებიან ცრუ ინფორმაციას, რომ მათი მისვლა უბანში საჭირო არაა კონკრეტულ დღეს. ამასთან, აძლევენ კომისიის წევრისთვის შეუსაბამო დავალებებს.
სავარაუდოდ, მსგავსი ზარები, რიგ შემთხევაში, გამიზნულია საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის შესაფერხებლად, რათა წევრებმა...
კორონავირუსის დაფიქსირების გამო, შესაძლოა, სინღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედი ჩაიკეტოს. ინფიცირებული შუხნის მამაკაცია, რომელსაც კონტაქტი თითქმის ყველა ადგილობრივებთან ჰქონდა.
სპეციალისტებმა ინფიცირებულ მამაკაცთან შემხებლობაში მყოფი პირების ბიოლოგიური ნიმუში გამოსაკვლევად უკვე გაგზავნეს. სწორედ ტესტის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი, გამოცხადდება თუ არა საკარანტინო ზონად სოფელი ერისიმედი.
ინფორმაციას ადასტურებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი. ირაკლი შიოშვილის თქმით, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ადგილზე ვითარებას შეისწავლიან.
ამასთან, კორონავირუსის კიდევ...
სახელმწიფო პროგრამაში „ქართული ჩაი“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო დაფინანსების ოდენობები გაიზარდა. განხორციელებულ ცვლილებებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„ფერმერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის გარკვეული თანადაფინანსება გაზრდილიყო. კოოპერატივების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება გაიზარდა 90%-მდე და შეადგენს ერთ ჰექტარზე 3 ათას ლარს, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თანადაფინანასება იქნება, მაქსიმუმ, 70% და...
დაბა ხარაგაულში მერის წარმომადგენელმა ბაქარი ბარბაქაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახა გოლუბოანმა დაგვიდასტურა.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ქეთევან ზუმბაძე აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბაქარი ბარბაქაძეს პარტიულ შეხვედრებში მონაწილეობას სთხოვდნენ, რაზეც ის უარს აცხადებდა.
თავად ბაქარი ბარბაქაძე, ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„მე მაქვს სხვა მიზნები და სურვილები, თანამდებობა საკუთარი...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პოლიტიკური მოძრაობა და მათი მხარდამჭერები საბანკო სესხების განახევრებასთან და პენსიონრებისთვის საბანკო სესხზე პროცენტის ჩამოწერასთან დაკავშირებით ხელმოწრების შეგროვებას განაგრძობენ.
ჩიხლაძის თქმით, დედაქალაქის მერისა და მისი „ზონდერ ბრიგადების“ მხრიდან ძალადობის განმეორების შემთხვევაში „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ და მათი მხარდამჭერებისგან მერიასთან ხალხმრავალ პროტესტს მიიღებენ. ამასთან, სერგო ჩიხლაძე თბილისის მერს ურჩევს, დადგეს მოქალაქეების სამსახურში და „შეეშვას ახალგაზრდების ცემა-ტყეპასა და ცალკეული...
სოფელ მარელისში ცისკაძეების საუბნო გზის სარეაბილიტაციოდ განმეორებით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არც ერთმა სამშენებლო კომპანიამ არ მიიღო. ტენდერი 271 249 ლარზე იყო გამოცხადებული. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ამავე მიზეზით არ შედგა ხორითის ცენტრალური (ტენდერი გამოცხადებული იყო 168 497 ლარზე), ნუნისის (180 868 ლარი), ლეღვან-მარელისის დამაკავშირებელი (106 192 ლარი), ზედუბნის (211 040 ლარი), გოლათუბანში სხვერისა და სადგურის უბნების...
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი, ტყიბულში ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. გიგი წერეთლის თქმით, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, ამ ქალაქში არის მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემებიც. წერეთელმა აღნიშნა, რომ იმ უიმედობასა და უპერსპექტივობას, რომელიც მოსახლეობაში არის, აუცილებლად შეცვლის ოქტომბრის არჩევნები, რომელიც როგორც ტყიბულს, ისე მთლიან საქართველოს მოუტანს რადიკალურ, გარდამტეხ ცვლილებებს.
„ტყიბულში ვესაუბრები ადამიანებს, მივდივარ...
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, 2021 წლიდან საპენსიო ასაკის მოსახლეობას პენსია ყოველწლიურად გაეზრდება.
„სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველი წლის 1-ელი იანვრიდან პენსიის ზრდა გათვალისწინებული იქნება მინიმუმ 20 ლარით და 25 ლარით - 70 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობისათვის. ეს არის მაჩვენებლის მინიმუმი და თუ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მაღალია ან ინფლაციის ზრდამ გადააჭარბა, ასეთ შემთხვევაში მეტიც იქნება“,...
პარტიის „სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის“ ლიდერის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის საკითხი მნიშვნელოვანი და აქტუალურია.
ამ საკითხზე პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც ჟორჟოლიანმა განაცხადა, მისი პარტია თანასწორობის მიმართულებით აქტიურ მუშაობას განაგრძობს, რათა შშმ პირებს მიეცეთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის მუშაობის შესაძლებლობა.
ჟორჟოლიანმა ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ქტომბრის გადაწყვეტილებაზე, „რომლითაც ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე პირთა...
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებს სესხების რესტრუქტურიზაციის სურვილი ექნებათ და ბანკებს მიმართავენ, კომერციული ბანკები მზად არიან სესხები კვლავ გადაავადონ.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„გუშინ მე და ჩემი კოლეგები საბანკო სექტორის წარმომადგენლებსა და მაღალი რანგის მენეჯმენტს შევხვდით. ვესაუბრეთ შესაძლებლობაზე, რომ კვლავ მოხდეს ტურიზმის სექტორისთვის სესხების რესტრუქტურიზაცია. მოხარული ვარ, რომ ბანკებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რა თქმა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































