სინღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედი, შესაძლოა, ჩაიკეტოს

666

კორონავირუსის დაფიქსირების გამო, შესაძლოა, სინღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედი ჩაიკეტოს. ინფიცირებული შუხნის მამაკაცია, რომელსაც კონტაქტი თითქმის ყველა ადგილობრივებთან ჰქონდა.

სპეციალისტებმა ინფიცირებულ მამაკაცთან შემხებლობაში მყოფი პირების ბიოლოგიური ნიმუში გამოსაკვლევად უკვე გაგზავნეს. სწორედ ტესტის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი, გამოცხადდება თუ არა საკარანტინო ზონად სოფელი ერისიმედი.

ინფორმაციას ადასტურებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი. ირაკლი შიოშვილის თქმით, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ადგილზე ვითარებას შეისწავლიან.

ამასთან, კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დადასტურდა. ინფიცირებული სამარშრუტო ტაქსის მძღოლია.

ბოლო მონაცემებით, კახეთის მასშტაბით, კორონავირუსის 74 ბიოლოგიურად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.