ბაგებში გადასასვლელ ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

383

თბილისის მერიის დაკვეთით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ბაგების დასახლებაში გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების გამო, 9 ოქტომბრიდან მიმდინარე თვის ბოლომდე, ხიდზე გადაადგილება შეიზღუდება. 

“აღნიშნულ პერიოდში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მოქალაქეებს მერიის მიერ დანიშნული მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება”, – განმარტავენ მერიაში.