სოფელ დარჩელში სკოლის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

364

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინფორმაციით, 90 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყობა სკოლის ეზოც, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

“პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 1.7 მილიონი ლარით ფინანსდება, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტი 2019 წლის ივლისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.