სერგო ჩიხლაძე: მოვუწოდებ კალაძესა და მის ზონდერ ბრიგადებს“, არ გაბედოთ ჩვენი მხარდამჭერების ცემა, დაკავება, დაჯარიმება

404

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პოლიტიკური მოძრაობა და მათი მხარდამჭერები საბანკო სესხების განახევრებასთან და პენსიონრებისთვის საბანკო სესხზე პროცენტის ჩამოწერასთან დაკავშირებით ხელმოწრების შეგროვებას განაგრძობენ.

ჩიხლაძის თქმით, დედაქალაქის მერისა და მისი „ზონდერ ბრიგადების“ მხრიდან ძალადობის განმეორების შემთხვევაში „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ და მათი მხარდამჭერებისგან მერიასთან ხალხმრავალ პროტესტს მიიღებენ. ამასთან, სერგო ჩიხლაძე თბილისის მერს ურჩევს, დადგეს მოქალაქეების სამსახურში და „შეეშვას ახალგაზრდების ცემა-ტყეპასა და ცალკეული საბანკო თუ სამშენებლო ბიზნესის ლობირებას“.

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი და ჩვენი ახალგაზრდები ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას საბანკო სესხების განახევრებასთან და პენსიონრებისთვის საბანკო სესხზე პროცენტის ჩამოწერასთან დაკავშირებით. უკვე შეგროვებულია 80 000 ხელმოწერა და მერიის, პირადად კახა კალაძის მხრიდან ხელის შეშლისა და ძალადობის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ხალხისთვის სამსახურს. მაგრამ, თუ კვლავ გაგრძელდება დაჯარიმებები, ხელის შეშლა, ძალადობა კალაძის მხრიდან ჩვენ ვპირდებით მას ძალიან მკაცრს პასუხს , ის მიიღებს ძალიან დიდ პროტესტს თავის ოფისთან, მერიასთან, როგორც ეს იყო ორი დღის წინ. მივმართავ პირადად მერს, შეეშვას ცალკეული ბანკების, ცალკეული თავისი ბიზნესების, მათ შორის სამშენებლო ბიზნესების ლობირებას, მფარველობას და დადგეს საკუთარი მოქალაქეების სამსახურში.

თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვეულებრივ კითხვარებს ვავსებთ, ნებისმიერი ადამიანი რომ გავიდეს და კითხვარი შეავსოს ქუჩაში გნებავთ პოლიტიკური, აპოლიტიკური მას დააჯარიმებენ? მას თავპირს დაამტვრევენ? ახოხიალებენ ასფალტზე? არა, მაგრამ როგორც კი საქმე შეეხო საბანკო სესხებს, სესხებზე მაღალი პროცენტების ჩამოწერას, იქ მაშინვე გამძვინვარდა კალაძის „ზონდერ ბრიგადები“, გავეშებული მოვარდა მერიის სამსახური და ჩვენს ახალგაზრდა მხარდამჭერებს თავპირი დაალეწეს, რატომ? იმიტომ რომ, ეს ეხება უშუალოდ მათ ინტერესებს,“ ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ფინანსურ ინტერესებს, კალაძის ინტერესებს და სხვა მაღალჩინოსნების ინტერესებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, არ გაბედოთ არც დაჯარიმება, არც ჩვენი მხარდამჭერების ცემა, დაკავება, ძალადობა წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ ძალიან მკაცრ და ხალხმრავალ პროტესტს თქვენს ოფისთან, მერიასთან“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.