რას აკეთებდა 4 წელი აჭარის უმაღლესი საბჭო

388

რამდენად აქტიური იყო ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებების კომიტეტების მუშაობა აჭარის უმაღლესს საბჭოში? რა შედეგი მოუტანა დეპუტატების ინიციატივებმა მოსახლეობას? განათლებისა და ჯანდაცვის კომიტეტების საქმიანობას მმართველი გუნდი აფასებს. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებების სიმცირისათვის ადანაშაულებს, – ამ თემაზე სიუჟეტს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

როგორი იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული კომიტეტის მუშაობა აჭარის უმაღლეს საბჭოში უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე –  შეფასება ისევ მმართველ გუნდს ვთხოვეთ. თავმჯდომარემ, ვლადიმერ მგალობლიშვილმა, სამი პარლამენტში, სამიც კიდევ ადგილობრივ დონზე მიღებული გადაწყვეტილება გაიხსენა. მათგან ერთია პარლამენტში გატანილი ინიციატივა, რომლითაც აჭარაში სკოლის დირექტორებს და მოადგილეებს უკვე ადგილობრივი სამინისტრო ნიშნავს. განათლების კომიტეტის სახელზეა “გრანტების შესახებ კანონში” შეტანილი ცვლილება, რომლითაც  სამინისტროს რიგი პროგრამის განსახირციელებლად ტენდერი აღარ სჭირდება და შედგეად ბენეფიციარი თავსიუფლდება 20%-ნი საშემოსავლოსაგან. ეკონომიით  გაიზარდა საზღვარგარეთ სწავლების ბიუჯეტი 300 000 ლარით.

დავით ბაციკაძე ჯანდაცვის კომიტეტის წევრია. ზუსტად ახსოვს, რომ 2016 წლის მოწვევის შემდეგ, პარლამენტში ერთი ინიციატივა წარადგინეს, თუმცა რა ცვლილების შეტანა სურდათ, აღარ ახსოვს. რაზეც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანხმობა მისცეს, ეს ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის 95%-ნი დაფინანსების საკითხია.

მწირი საკანონმდებლო ინიციატივებისა თუ უბრალოდ საზოგადოებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებების სიმცირისათვის, მმართველ გუნდს აკრიტიკებს ოპოზიცია. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ რადგან ოპონენტები არიან, უმრავლესობა მათთან გუნდურ მუშაობაზე მუდმივად  უარს ამბობდა, მიუხედავად იმისა, ეთანხმებოდნენ თუ არა შინაგანად “ქართულ ოცნებაში” მათ წინადადებებს. გია დიასამიძე იხსენებს, რომ  ვერ მიიღეს მხარდაჭერა ბავშვთა პალიატიური მკურნალობის თანადაფინანსების გადასაწყვეტად.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ჯამში ექვსი კომიტეტი მოქმედებს. ინიციატივის სიმრავლით მათგან არცერთი გამოირჩევა. 2016-20 წლების მოწვევის საბჭომ ძირითადად მუშაობა აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისას გასწია. რიგი ცვლილებები კი რეგლამენტში შეიტანეს და იგი კონსტიტუციის მოთხოვნებს მიუსადაგეს.