რატომ დატოვა თანამდებობა დაბა ხარაგაულში მერის წარმომადგენელმა

439

დაბა ხარაგაულში მერის წარმომადგენელმა ბაქარი ბარბაქაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს. 

ეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახა გოლუბოანმა დაგვიდასტურა.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ქეთევან ზუმბაძე აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბაქარი ბარბაქაძეს პარტიულ შეხვედრებში მონაწილეობას სთხოვდნენ, რაზეც ის უარს აცხადებდა.

თავად ბაქარი ბარბაქაძე, ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„მე მაქვს სხვა მიზნები და სურვილები, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დავტოვე და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტში ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელად გადავედი“, – ამბობს ბაქარი ბარბაქაძე.

კახა გოლუბიანის ინფორმაციით, დაბა ხარაგაულში მერის წარმომადგენლის მოვალეობას ბორის კიკნაძე ასრულებს.