კოსტავას ქუჩაზე, თბილისის ცირკის მიმდებარედ სკვერი მოეწყო. თბილისის მერია ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია ადგილობრივ მოსახლეობას თვითნებურად ჰქონდა შემოსაზღვრული და ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიის დიდი ნაწილი საბავშვო ზონას დაეთმო - რეზინის ფილებიან მოედანზე სათამაშო ინვენტარი, მათ შორის ორდონიანი ატრაქციონი და საქანელა განთავსდა. სკვერში, ბილიკები და განათების ქსელი მოეწყო. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. დასრულებული სამუშაო პროცესი მთაწმინდის რაიონის გამგებელმა...
საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის, სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლების მიერ სკოლის დირექტორებზე ზეწოლა გრძელდება. მისი თქმით, ხელისუფლება მათთვის პოლიტიკურად არასაიმედო დირექტორებს გაურკვეველი მიზეზებით ათავისუფლებს. სერგო რატიანი განათლების სამინისტროს მოუწოდებს, განმარტოს, რის საფუძველზე გაუგრძელდა სკოლის დირექტორთა მხოლოდ ნაწილს ხელშეკრულება. „ხელისუფლება განაგრძობს ფართომასშტაბიან ზეწოლას სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებზე. იმ დირექტორებს, რომლებსაც პოლიტიკურად არასაიმედოდ თვლის, უფლებამოსილებას უწყვეტს და საჩვენებლად სჯის. ფაქტია, რომ „ქართული...
წინა სტატია გიგი უგულავას გზავნილი იყო ის, რომ მთავარი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა, მაგრამ თუ სააკაშვილი მას ეხმარება პროპაგანდით, რომ მხოლოდ ის არის ალტერნატივა, მაშინ ისიც მიიღებს შესაბამის პასუხს, - ასე განმარტავს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე მათივე პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას იმ განცხადების შინაარსს, რომლის მიხედვითაც, უგულავა ამბობს, რომ გამოსავალია:მუშტი ბიძინას და იდაყვი მიშას". სერგი კაპანაძის განმარტებით, უგულავას ეს გზავნილი „ივანიშვილს ხელს...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადებით, ყველა პირი, მათ შორის პედაგოგები, რომლებსაც „ქართული ოცნებისადმი“ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, ხელისუფლების მხრიდან წნეხსა და ზეწოლას განიცდიან. მისივე თქმით, სკოლაში პოლიტიკის ადგილი არ არის. "ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის კვლავ განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანების, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების დაშინების, მუქარისა და სამსახურიდან კვალიფიციური კადრის გათავისუფლების გზა აირჩია. ყველა პირი, რომელსაც აქვს „ქართული ოცნებისადმი“ ობიექტურად ნეგატიური...
ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის 44 მილიონის ინვესტიცია ხორციელდება. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო და არსებული ვითარება შეაფასა. მისი თქმით, წყალარინების გამწმენდი ნაგებობა საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი პროექტია. "მიმდინარე პროექტებიდან ვფიქრობთ, რომ ფოთის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მოცულობითა და მასშტაბებით ერთ-ერთი მსხვილი პროექტია საქართველოში. დღეს, ადგილზე გავეცანით შესრულებულ სამუშაოებს და...
საქართველოში 754 165 ათასი პენსიონერიდან 400 ათასამდე ბებია და ბაბუა „ლიბერთი ბანკის“ მოვალეა. „ეროვნული ბანკის“ და მისი პრეზიდენტის კობა გვენეტაძის პასუხისმგებლობაა, არ მისცეს ბანკებს უფლება უკანასკნელი ლუკმა-პური წაართვან ჩვენ მოხუცებს , - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ანა დოლიძემ განაცხადა. დოლიძემ აქტივისტებთან და პენსიონერებთან ერთად „ეროვნული ბანკის“ წინ „სირცხვილის კორიდორი“ მოაწყო. მისი თქმით, „ეროვნულმა ბანკმა“ უნდა დაარეგულიროს „ლიბერთი ბანკში“ პენსიონერთათვის განკუთვნილი მომსახურებები...
ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევიდან 4 რუსთავში დაფიქსირდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსისათვის“ გახდა ცნობილი, ,,კოვიდ 19“ რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს დაუდასტურდა. საკრებულოში აცხადებენ, რომ ინფიცირებულს ბოლო 6 დღის განმავლობაში სხვა დეპუტატებთან კონტაქტი არ ჰქონია. ამასთან, რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 4 დასტურებული შემთხვევიდან, 2 მომღერალთა გუნდ "თუთარჩელას“ კლასტერს მიეკუთვნება. როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში აცხადებენ, მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტების...
ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რა უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად და როგორ უნდა მოხმარდეს თითოეული დღე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და თითოეულ მუნიციპალიტეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, ასპინძაში, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, 2013 წელს, ასპინძის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავალი იყო დაახლოებით 180 000 ლარი და...
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის 990 000 ლარი გამოიყო, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა. მარტვილის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში შემავალ 74 სოფელში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად იხრეშება გზები, წესრიგდება სანიაღვრე არხები, ცხაურები, ეწყობა გარეგანათება, ხიდ-ბოგირები, ტრანსპორტის მოსაცდელები და სხვ. ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეულისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 40 000 ლარი გამოიყო. სოფლის კრებებზე მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა ის...
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ზუგდიდში მედიათეკების პროექტის პრეზენტაცია გამართა. როგორც უგულავამ განაცხადა, აღნიშნული პროექტის განხორციელება შესაძლებელია ზუგდიდში გულუას პარკის ტერიტორიაზე, კომბინატის უბანში, ასევე ე.წ ფაიფურის დასახლების ტერიტორიაზე და ყველა სოფელში. „ევროპული საქართველოს“ ცნობით, მედიათეკის მიზანია ხელი შეუწყოს ნებისმიერი პროფესიისა თუ ინტერესის მქონე ადამიანთა კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარებას და მიაწოდოს კონკრეტული სერვისი არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და ადამიანური...
აბაშა-მარტვილის საავტომობილო გზის 15 კმ-იანი (კმ1-კმ15) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები ხორციელდება და აღნიშნული გზა აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან აკავშირებს. „პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება...
"ლელოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათი წევრების მიმართ ხშირია თავდასხმები, რაც ყოველგვარს ზღვარს სცდება. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა ამის მიზეზი ის იყოს, რომ ხელისუფლება არჩევნებში მთავარ საფრთხედ და მეტოქედ "ლელოს" განიხილავს. "ოპოზიციურ პარტიებს შორის კონკურენცია არის, რაც ნორმალური მოვლენაა. ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტია ვთანხმდებით ერთზე, რომ დღეს პირველი პრობლემა არის "ქართული ოცნება", როგორც ხელისუფლება და ის უნდა დამარცხდეს. რაც შეეხება...
შემდეგი სტატია "ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში ხელისუფლების მხრიდან საპარლამენტო არჩევნებში ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების გამოყენებასაზე საუბრობს. ენმ-ს წევრი ანა წითლიძე მართველ პარტიას ძალოვნების წინასაარჩევნო პროცესში იძულებით ჩართვაში ადანაშაულებს. "ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ სიას იმ ადამიანების, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ძალოვან უწყებებში. არიან ზუგდიდელები, მაგრამ შეიძლება მუშაობდნენ სხვადასხვა ქალაქებში. ეს ადამიანები მიმაგრებული არიან ზუგდიდის კონკრეტულ საარჩევნო უბნებს და ავალებენ, რომ პასუხისმგებლობა აიღონ თავიანთ უბნებზე. ეს...
ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, კვირის ბოლოს კოვიდინფიცირებულებს, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფებს უკვე ეცოდინებათ როგორ შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. თამარ ჟვანიამ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "შენი დილა" პირველად ისაუბრა იმ შეთავაზებაზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისთვის აქვს. საუბარია საარჩევნო უბნების გახსნაზე კოვდინფიცირებულებისა და საკარანტინე სივრცეში მყოფებისთვის, ასევე გადასატან ყუთზე მათთვის, ვინც თვითიზოლაციაშია: ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამაზე და მთავარი არგუმენტი იყო, რომ ყველაფერი...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან დებატების მოთხოვნით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ გიორგი გახარია დათანხმდეს გიორგი ვაშაძესთან დებატებს, რომელიც 15 ოქტომბერს არის ჩანიშნული. „როგორც მოგეხსენებათ, ბედმა გიორგი გახარიას 15 ოქტომბერს გიორგი ვაშაძესთან დებატები არგუნა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. საზოგადოებას აქვს კითხვები გიორგი გახარიასთან, ის ვალდებულია გამოვიდეს და დაჯდეს დებატებში. კონკრეტული კითხვები გვაქვს მასთან. გვაინტერესებს გიორგი გახარიას პასუხები 20 ივნისის სისხლიან ღამესთან დაკავშირებით, ასევე მაგის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზეც, როდესაც მისი...
"ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება" ღია, ძალადობრივ კამპანიას აწარმოებს "ლელოს", მისი ლიდერებისა და აქტივისტების წინააღდეგ. ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საია-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემული სტატისტიკაც კი ადასტურებს, რომ მთავარი ობიექტი, რომელსაც „ქართული ოცნება" ებრძვის, პარტია - „ლელოა". „აშკარაა, რომ „ქართული ოცნება" ღია ძალადობრივ კამპანიას აწარმოებს "ლელოს", მისი ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ. ბოლო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ