საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის 990 000 ლარი გამოიყო, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.
მარტვილის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში შემავალ 74 სოფელში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად იხრეშება გზები, წესრიგდება სანიაღვრე არხები, ცხაურები, ეწყობა გარეგანათება, ხიდ-ბოგირები, ტრანსპორტის მოსაცდელები და სხვ.
ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეულისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 40 000 ლარი გამოიყო. სოფლის კრებებზე მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა ის პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც უკვე ხორციელდება.
ამ დროისთვის დიდ ინჩხურში და პატარა ინჩხურში უკვე დასრულებულია გარეგანათების მოწყობა, ასევე, დასრულდა ჯღარკავების უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა და გზის მოხრეშვა.
ლებაჩეში სანიაღვრე არხის მოწყობა და გზის მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს.