აბაშა-მარტვილის საავტომობილო გზის 15 კმ-იანი (კმ1-კმ15) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები ხორციელდება და აღნიშნული გზა აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან აკავშირებს.
„პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 600 000 ლარია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.