პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან დებატების მოთხოვნით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ გიორგი გახარია დათანხმდეს გიორგი ვაშაძესთან დებატებს, რომელიც 15 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
„როგორც მოგეხსენებათ, ბედმა გიორგი გახარიას 15 ოქტომბერს გიორგი ვაშაძესთან დებატები არგუნა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. საზოგადოებას აქვს კითხვები გიორგი გახარიასთან, ის ვალდებულია გამოვიდეს და დაჯდეს დებატებში. კონკრეტული კითხვები გვაქვს მასთან. გვაინტერესებს გიორგი გახარიას პასუხები 20 ივნისის სისხლიან ღამესთან დაკავშირებით, ასევე მაგის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზეც, როდესაც მისი და მისი ხელქვეითების ბრძანებით პოლიცია რეპრესიებს ატარებდა ახალგაზრდების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა ლაშა დიაროვმა.
შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას დებატებში იწვევს.