საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთავრობის განკარგულებით ქალაქ ზუგდიდში, ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები 55 ქუჩაზე მიმდინარეობს.
„უახლოეს პერიოდში რეაბილიტაცია დამატებით 17 ქუჩაზე დაიწყება და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში ჯამში 72 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. სარეაბილიტაციო ქუჩების საერთი სიგრძე 55 კმ-ია და მათ ერაბილიტაციას 50 მლნ. ლარი მოხმარდება. ქალაქ ზუგდიდში უკვე დასრულდა ბერიას და...
თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული პირი კულტურისა და სპორტის განყოფილებაში მუშაობს. მისი 10-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და PCR ტესტირება ჩაუტარდათ.
პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა „ოქროს ბირჟის“ კლასტერის კონტაქტია. „ოქროს ბირჟაზე“ მისი ოჯახის წევრი მუშაობს.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის კლინიკაში მკურნალობს.
„აღნიშნულ პირს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, 10-მდე ადამიანი თვითიზოლაციაშია...
ბოლნისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის ოფისი გატეხეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტები და სამართალდამცავები მუშაობენ.
მისივე განმარტებით, პირველადი ინფორმაციით, შტაბიდან წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც თანამშრომლები სარგებლობდნენ. დიმიტრი შაშკინი მომხდარს წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირებს.
„შეიძლება ეს ჩადენილი იყოს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ბანდა შექმნეს რაიონში, ატერორებენ მოსახლეობას და...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ხელვაჩაურის მერს, რომელმაც ჟურნალისტს აგინა, ერთმნიშვნელოვნად შეეშალა. ამის შესახებ რიჟვაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.
"ერთმნიშვნელოვნად შეეშალა აღნიშნულ თანამდებობის პირს და ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში. ეს არის ჩემი პასუხი", — აღნიშნა მან.
გამოცემა ბათუმელებმა ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე ჟურნალისტს აგინებს. მათი ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის "ქართული ოცნების"...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ქუთაისში "ლელოს" წევრზე ძალადობისთვის პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა პარტიის წევრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული თ.ყ. ძალადობის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს. დანაშაული...
სტატიის გაგრძელება
"ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მათი შტაბის წევრს თავს დაესხნენ. მისი თქმით, პარტიის წევრი ხელშია დაჭრილი და თვალი აქვს დაზიანებული. ნაცვლიშვილი შემთხვევის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და "ქართული ოცნების" ადგილობრივი ლიდერების მხრიდან პოლიტიკურ შეფასებას ითხოვს.
შემთხვევა 13 ოქტომბერს საღამოს მოხდა. პარტია "ლელოს" ქუთაისის შტაბის წევრი პაატა კიკაბიძე, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, “ლელოს” მზარდი რეიტინგის...
წინა სტატია
სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა არც ერთი დირექტორის გათავისუფლება, – აცხადებენ განათლების სამინისტროში ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური ნიშნით ვინმეს გათავისუფლებას გამორიცხავენ.
„საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების ექვსწლიანი ვადა. აღნიშნული ინფორმაცია საჯარო სკოლის ყველა დირექტორისთვის კარგად არის ცნობილი, რადგან დირექტორი არჩეულია ექვსი წლის ვადით.
სამინისტროს მხრიდან არ...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
მცხეთის 6 სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილების მიზეზი მათთვის უცნობია. როგორც სკოლის დირექტორები ამბობენ, მათ რესურსცენტრიდან ცნობა ვერ მიიღეს, სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი მათი გათავისუფლების შესახებ. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.
"ნაწილს შეუჩერეს და ნაწილს გაუგრძელეს და მე ვარკვევ მოტივს, რატომ გაუგრძელეს იმ დირექტორებს, რომლებიც ვთვლი, რომ ჩემზე არაფრით მეტნი არ არიან და რატომ მე არა", - განაცხადა მისაქციელის საჯარო სკოლის...
რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ტყემალაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს და მასზე დაკისრებული 1 000 ლარიანი სანქციის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ ტვ4 წერს.
გიორგი ტყემალაძესა და კიდევ 3 აქტივისტს თბილისის ინსპექციამ 1 000 ლარიანი სანქცია, 2020 წლის ივლისის თვეში, დააკისრა, როდესაც ისინი კანცელარიის შენობაზე “გავიგუდეს” სტიკერებს აკრავდნენ.
ამ ფორმით სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავში არსებული ეკოლოგიური პრობლემები გააპროტესტეს.
https://www.facebook.com/TV4.ge/videos/1219480225075236/
12 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი დაიდგმება და ბექა ჯაყელის სახელობის ქუჩა გაიხსნება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
"რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ახალციხელებთან ერთად ვმსჯელობდით და ახალციხეში უახლოეს დროში აუცილებლად იქნება ბექა ჯაყელის ქუჩაც და გიორგი ბრწყინვალეს ძეგლიც. ეს თითოეული ჩვენგანის ის ვალდებულებაა, რომელიც ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე უნდა...
გურჯაანში პარტია "ლელო-საქართველოსთვის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების სააგიტაციო მასალა დააზიანეს. ჩამოხეულია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პლაკატები.
"ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ეკა ქვლივიძეს სააგიტაციო მასალა კი წითელი საღებავით გადაღებეს. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ეჭვობს, რომ შესაძლოა პლაკატები მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დააზიანეს.
გიორგი ედიშერაშვილის განცხადებას, "ქართული ოცნების" აქტივის კოორდინატორმა კოტე ბერიძიშვილმა უპასუხა. ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
გორის მერი ახალი ავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. კონსტანტინე თავზარაშვილი არ უარყოფს, რომ მუნიციპალიტეტი ტრანსპორტის საჩუქრად გადაცემას ელოდებოდა, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე თავზარაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობაში პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ფინანსური კუთხით მონაწილეობა მუნიციპალიტეტმაც მიიღოს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გორის მუნიციპალიტეტის მერია 10 წლის განმავლობში 30 ავტობუსისთვის საჭირო თანხის დიდ ნაწილს დაფარავს, რაც დაახლოებით მთლიანი ღირებულების 85% -ია.
"ჩვენ ველოდებოდით, რომ უნდა ყოფილიყო, მაგრამ...
წინა სტატია
№59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი "ლეიბორისტული პარტიის" მაჟორიტარობის კანდიდატის, სამსონ გუგავას ბრალდებას პასუხობს.
"ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულ პირთა მონაცემების საფუძველზე. სიის ფორმირებაში მონაწილეობს სახელმწიფო სტრუქტურები. მათ შორის: საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროები და...
“გუშინ ღამით, ჩვენი ოფისის ფანჯრებს აგურები დაუშინეს. დააზიანეს ბანერი, მინები ბრონირებული იყო და ვერ ჩაამსხვრიეს. ძალადობრივ ფონს ქართული ოცნება ახალისებს და ქმნის დაუსჯელობის განცდას,” – ამის შესახებ ინფორმაცია “ევროპული საქართველოს” მაჟორიტაორბის კანდიდატმა ოთარ კახიძემ ფეისბუქზე გაავრცელა. მან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგიც გამართა.
მისი თქმით, მათ დღეს აღმოაჩნეს, რომ ოფისის მინაზე გაკრული ბანერი იყო დაზიანებული. სათვალთავლო კამერების ჩანაწერებში კი ჩანს, როგორ...
წინა სტატია
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ბრალდებებს, წინასაარჩევნო პროცესებში პოლიციელების იძულებით ჩარევასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა. მალხაზ თორია ენმ-ს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
ძალოვნების წინასაარჩევნო პროცესში იძულებით ჩართვაში
"არჩევნები მიმდინარეობს თანასწორუფლებიან გარემოში, ყველა კანდიდატს, პარტიას აქვს შესაბამისი საშუალება, კანონის დაცვით იმოქმედოს და იმუშაოს. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ და ახდენენ სიცრუის ტირაჟირებას", - თქვა თორიამ.
"ნაცმოძრაობის"...
დღეს "ღია საზოგადოების ფონდის" ორგანიზებით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართა, სადაც საარჩევნო სუბიექტებმა საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთრი ხედვები გააცნეს.
2020-2024 წლებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკუთარ ხედვებზე "ლელო საქართველოს", "ქართული ოცნების", "ევროპული საქრთველოს", "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგი აღმაშენებლის" წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
შეხვედრას "ღია საზოგადოების ფონდის" ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი უძღვებოდა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































