გახარია: ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი დაიდგმება და ბექა ჯაყელის სახელობის ქუჩა გაიხსნება

364

12 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი დაიდგმება და ბექა ჯაყელის სახელობის ქუჩა გაიხსნება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

“რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ახალციხელებთან ერთად ვმსჯელობდით და ახალციხეში უახლოეს დროში აუცილებლად იქნება ბექა ჯაყელის ქუჩაც და გიორგი ბრწყინვალეს ძეგლიც. ეს თითოეული ჩვენგანის ის ვალდებულებაა, რომელიც ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე უნდა შევასრულოთ”, — განაცხადა ახალციხეში ყოფინის დროს გიორგი გახარიამ.