“გუშინ ღამით, ჩვენი ოფისის ფანჯრებს აგურები დაუშინეს. დააზიანეს ბანერი, მინები ბრონირებული იყო და ვერ ჩაამსხვრიეს. ძალადობრივ ფონს ქართული ოცნება ახალისებს და ქმნის დაუსჯელობის განცდას,” – ამის შესახებ ინფორმაცია “ევროპული საქართველოს” მაჟორიტაორბის კანდიდატმა ოთარ კახიძემ ფეისბუქზე გაავრცელა. მან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგიც გამართა.
მისი თქმით, მათ დღეს აღმოაჩნეს, რომ ოფისის მინაზე გაკრული ბანერი იყო დაზიანებული. სათვალთავლო კამერების ჩანაწერებში კი ჩანს, როგორ მიდის ახალგაზრდა მამაკაცი და მინას ქვებს ესვრის.
ოთარ კახიძის თქმით, მამაკაცი იდენტიფიცირებულია, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მომხდარს არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, წინასაარჩევნო პერიოდი დაძაბული იქმება.
“უკვე ცხადია, რომ არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად მსგავსი ინციდენტები კიდევ უფრო მოიმატებს. “ქართული ოცნების” მიერ არ ხდება ძლადობრივ ფაქტებზე სათანადო რეაგირება, რაც მათი აქტივისტებისთვის ერთგვარი წახალისებაა. ვიმედოვნებ, რომ სამართალდამცველები ამჯერად სათანადოდ იმოქმედებენ”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
გუშინ ღამით, ჩვენი ოფისის ფანჯრებს აგურები დაუშინეს. დააზიანეს ბანერი, მინები ბრონირებული იყო და ვერ ჩაამსხვრიეს. ძალადობრივ ფონს ქართული ოცნება ახალისებს და ქმნის დაუსჯელობის განცდას. ცვლილებების დროა.
Posted by ოთარ კახიძე / Otar Kakhidze on სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2020