რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტი სასამართლოს სარჩელით მიმართავს

620

რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტი,  გიორგი ტყემალაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს და მასზე დაკისრებული 1 000 ლარიანი სანქციის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ ტვ4 წერს. 

გიორგი ტყემალაძესა და კიდევ 3 აქტივისტს თბილისის ინსპექციამ 1 000 ლარიანი სანქცია, 2020 წლის ივლისის თვეში, დააკისრა, როდესაც ისინი კანცელარიის შენობაზე “გავიგუდეს” სტიკერებს აკრავდნენ.

ამ ფორმით სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავში არსებული ეკოლოგიური პრობლემები გააპროტესტეს.