№59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლეიბორისტებს პასუხობს

416

წინა სტატია

№59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი “ლეიბორისტული პარტიის” მაჟორიტარობის კანდიდატის, სამსონ გუგავას ბრალდებას პასუხობს.

“ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულ პირთა მონაცემების საფუძველზე. სიის ფორმირებაში მონაწილეობს სახელმწიფო სტრუქტურები. მათ შორის: საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროები და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები. ცენტრალური საარჩევნო კომისია მათი მონაცემების საფუძველზე პასუხიმგებელია ერთიანი სიის ფორმირებაზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისია, და მით უმეტეს საოლქო საარჩევნო კომისია არ განსაზღვრავს ამომრჩეველთა რეგისტრაციის ადგილს.

რაც შეეხება ლეიბორისტების განცხადებას, ჩვენ ის მივიღეთ, უკვე გადავეცით შესაბამის სტრუქტურებს და ამ ფაქტების დასაზუსტებლად და უზუსტობების გასასწორებლად დაწყებულია მუშაობა. განცხადების ადრესატებს კანონით გათვალისწინებულ ვადაში ვუპასუხებთ,“ – განაცხადა #59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

ცნობისთვის, “ლეიბორისტული პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სამსონ გუგავა ამბობს, ცესკო-ს მონაცემებით, 400 ამომრჩეველი ქუთაისში არარეალურ მისამართზეა რეგისტრირებული, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ხელისუფლება ამ გზით არჩევნების გაყალბებას ცდილობს.