გურჯაანში პარტია ,,ლელოსა“ და სხვა ოპოზიციის პლაკატები დააზიანეს

710

გურჯაანში პარტია “ლელო-საქართველოსთვის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების სააგიტაციო მასალა დააზიანეს. ჩამოხეულია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პლაკატები.

“ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ეკა ქვლივიძეს სააგიტაციო მასალა კი წითელი საღებავით გადაღებეს. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ეჭვობს, რომ შესაძლოა პლაკატები მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დააზიანეს.

გიორგი ედიშერაშვილის განცხადებას, “ქართული ოცნების” აქტივის კოორდინატორმა კოტე ბერიძიშვილმა უპასუხა. ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.