ხატია დეკანოიძე: მმართველი გუნდი ფიქრობს, თუ როგორ მოწყვიტოს ოპოზიციური ამომრჩეველი საარჩევნო უბნებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებში კონტაქტურ სწავლაზე გადასვლის გადაწყვეტილებას ხელისუფლება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად იყენებს.
როგორც ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი გუნდი ფიქრობს თუ როგორ მოწყვიტოს ოპოზიციური ამომრჩეველი საარჩევნო უბნებს.
„ერთი მაგალითი თუ როგორ იყენებს ხელისუფლება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად არსებულ ეპიდსიტუაციას არის მაგალითად ის, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლეს სასწავლებლებში კონტაქტურ სწავლაზე უნდა დაბრუნდნენ სტუდენტები. ამას აქვს მხოლოდ...
"ევროპულმა საქართველომ" 17 ოქტომბერს დაგეგმილი მარში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო გააუქმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.
ევროპული საქართველო "ანტი-ბიძინა" მარშით რესპუბლიკის მოედნიდან შუშის სასახლემდე მსვლელობას გეგმავდა.
16 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უახლესი მონაცემებით, საქართველოში სულ 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაიცვალა - 124, გამოჯანმრთელდა - 7613.
თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის გამოიყენონ. მერიაში, ასევე, აცხადებენ, რომ თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი ხორციელდება და მგზვარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვას სთხოვენ.
"ვახორციელებთ პირბადეების კონტროლს თბილისის მეტროპოლიტენში. ყველა ჩასასვლელში დგას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეების კონტროლი მიმდინარეობს, რამდენად იყენებენ ისინი პირბადეებს. იმ შემთხვევაში თუკი მოქალაქეებს თან არ აქვთ პირბადე, მას ჩვენ...
"ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდში არაეთიკური ფორმით ბრძოლა მიმდინარეობს," - განაცხადა "ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა.
მან ბრიფინგზე ვიდეო მასალა წარმოადგინა, სადაც ჩანს, მის პლაკატებზე როგორ არის გადაკრული "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის პლაკატები.
"ეს არის ჯანსაღი კონკურენცია, ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით მივმართავთ და შესაბამისი სანქციების დაწესებას მოვითხოვთ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა მათ წარმომადგენელზე განხორციელებულ ძალადობაზე და განაცხადა, რომ მოკვლევის შემდეგ გამოიკვეთა,...
გელათის დროებითი კონსერვაციის პროცესზე „ICOMOS საქართველო“ დასკვნას აქვეყნებს.
ორგანიზაციის შეფასებით, გადახურვის დაზიანების მიზეზი მხოლოდ გელათის მონასტრის კრამიტის ხარისხი არ არის და პრობლემურია კრამიტის დაწყობის ტექნოლოგიაც.
"დაუშვებელია სიჩქარე დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციისას. არ შეიძლება პირველი რიგის ამოცანად დასახული იქნას დახარვეზებული კრამიტის გამოცვლა. სახურავების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს კედლის მხატვრობის (ეროვნული სააგენტოს ანგარიშებში აღწერილი) დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დეტალური შესწავლის შემდეგ. მნიშვნელოვანია, დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციამდე, სახელმწიფომ უზრუნველყოს...
გურია პოლიტიკურად აქტიური, საკუთარი სამშობლოს ინტერესების სადარაჯოზე მდგარი ხალხის მხარეა და ეს ყოველთვის ასე იყო ისტორიულად, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ სიტყვით ლანჩხუთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თამამად უნდა ითქვას, რომ რეგიონში და კონკრეტულად ლანჩხუთში განხორციელდა უამრავი პროექტი თუ პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მრეწველობის...
წინა სტატია
ზუგდიდის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ბრალდებებს უპასუხეს. საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია ამბობს, რომ ოპოზიციის ბრალდება დეპუტატების მერიის ა(ა)იპ-ებში მუშაობის თაობაზე საფუძველს მოკლებულია. ის განმარტავს, რომ აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმება საკრებულოს წევრს არ ეკრძალება. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
"საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი",...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მმართველი პარტიის ინიციატივით და ორგანიზებით, ფუნქციონირებს საიდუმლო შტაბი, სადაც ხდება ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ პროვოკაციების დაგეგმვა.
ენმ-ის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა ანა წითლიძემ გნაცხადა, რომ შტაბის მუშაობას პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას უახლოესი მეგობარი, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა კურირებს.
მისივე თქმით, შტაბის მუშაობაში, სადაც დესტრუქციული ძალების მობილიზება ხდება, ჩართულია ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას...
2-ჯერ გამართული საპროტესტო აქცია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნით. ლევან გოთუას პირველი ჩიხის მცხოვრებლებმა, აღნიშნულით, ქალაქის მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, რეალობა კვლავ უცვლელია. სურთ, სანიაღვრე არხსების მოწესრიგებაც. აქვთ გარეგანათების პრობლემაც. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
პირველი საპროტესტო აქცია ბათუმში, ლევან გოთუას პირველი ჩიხის მცხოვრებლებმა გუშინ გამართეს. ისინი გზის სავალი ნაწილის მოასფალტებას და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვდნენ. მათ გადაადგილების პრობლემა წლებია აქვთ....
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით გარემოვაჭრეები წლის ბოლომდე გადასახადებისგან თავისუფლდებიან. საკრებულოს სხდომაზე ითქვა, რომ გადაწყვეტილება პანდემისას შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღეს.
ასევე საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს მუნიციპალური ტრასპორტის მოძრაობის ახალ სქემაზე, რომლის მიხედვითაც გარკვეული მიკროავტობუსის მოძრაობის მიმართულება შეიცვლება.
ასევე დამტკიცდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც მაიაკოვსკის ქუჩაზე კერძო საკუთრებაში არსებულ გარკვეულ ტერიტორიას შერეული ზონის სტატუსი ექნება. მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტერიტორია კი სამრეწველო ზონად დაზუსტდა. დამტკიცდა მწვანე ქალაქების...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 16 ოქტომბერს, ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო.
ცესკოს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გადასცა.
ახალი მონაცემებით, ქვეყანაში 3 558 291 საარჩევნო ასაკის მქონე პირია. მონაცემები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დამუშავდება და უახლოეს მომავალში ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა დადგინდება.
მონაცემების დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი...
ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლთან მდუმარე აქცია იმართება. პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების შედეგად,უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ შორის არიან სამორინეს თანამშრომლები. ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე თვეა უკვე სამსახურის გარეშე არიან, არ ააქვთ ფინანსური შემოსავალი და საბანკო დავალიანებას ვერ იხდიან. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
აჭარის მთავრობის სახლთან ამ ეტაპზე 8 ადამიანი შიმშილობს. მათ შორის ერთ-ერთი პირი, გიორგი გორგილაძე უკვე მეხუთე დღეა.
საპროტესტო აქციის...
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ახალგაზრდა რეფორმატორების ჯგუფი შეუერთდა. ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკა მელიამ გამართა. მისი თქმით, განსაკუთრებით ახარებს, რომ გეგმა, რომელსაც საზოგადოებას დღეს წარუდგენენ - თუ რას გააკეთებს გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პროფესიონალების შემუშავებულია.
"მე ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს პარტიისთვის ახალი სისხლი, ახალი ხევდა. ირაკლი ყიფიანი, რეფორმატორების ჯგუფის ხელმძღვანელი, არ იქნება მხოლოდ ახალი სახე,...
წინა სტატია
გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, მის საარჩევნო შტაბთან "ქართული მარშის" მიერ აქციის გამართვა " ქართული ოცნების" ინტერესში შედიოდა.
„ ბუნებრივია, ეს აქცია "ქართული ოცნების" პირდაპირ ინტერესებში შედიოდა, კერძოდ, არ ვიცი, ვის ინტერესში, ბატონი კობიაშვილის, კალაძის თუ ვისი, მაგრამ გლდანის რაიონს ხელისუფლება ოპოზიციასთან პირველივე ტურში დიდი სხვაობით აგებს. არ ვიცი, რა ვერ გათვალა ხელისუფლებამ, როდესაც მათ მიერ...
მძიმე ორი კვირა გველის წინ, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვირუსის პირველ...
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.
კომპანია გლდანის რაიონში, ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
Jwp-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 4 კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოების ჩატარებით წყალმომარაგება გაუუმჯობესდება აღნიშნული ქუჩების 200-ზე მეტ აბონენტს.
სარეაბილიტაციო პროექტში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































