ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით გარემოვაჭრეები წლის ბოლომდე გადასახადებისგან თავისუფლდებიან. საკრებულოს სხდომაზე ითქვა, რომ გადაწყვეტილება პანდემისას შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღეს.
ასევე საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს მუნიციპალური ტრასპორტის მოძრაობის ახალ სქემაზე, რომლის მიხედვითაც გარკვეული მიკროავტობუსის მოძრაობის მიმართულება შეიცვლება.
ასევე დამტკიცდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც მაიაკოვსკის ქუჩაზე კერძო საკუთრებაში არსებულ გარკვეულ ტერიტორიას შერეული ზონის სტატუსი ექნება. მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტერიტორია კი სამრეწველო ზონად დაზუსტდა. დამტკიცდა მწვანე ქალაქების სამოქმედო გეგმა.