“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ახალგაზრდა რეფორმატორების ჯგუფი შეუერთდა. ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკა მელიამ გამართა. მისი თქმით, განსაკუთრებით ახარებს, რომ გეგმა, რომელსაც საზოგადოებას დღეს წარუდგენენ – თუ რას გააკეთებს გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პროფესიონალების შემუშავებულია.
“მე ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს პარტიისთვის ახალი სისხლი, ახალი ხევდა. ირაკლი ყიფიანი, რეფორმატორების ჯგუფის ხელმძღვანელი, არ იქნება მხოლოდ ახალი სახე, ის და მისი მეგობრები წარმოადგენენ ახალ შეხედულებებს და ახალ ხედვას, როგორ უნდა ვიხსნათ ქვეყანა სიღარიბიდან”, – თქვა ნიკა მელიამ.
ირაკლი ყიფინმა აღნიშნა, რომ რეფორმების გუნდი, როგორც ცალკე აღებული ორგანიზაცია გაერთიანებულ ოპპოზიციას შეუერთდება. მისი თქმით, ოპოზიციის საარჩევნო პროგრამა კი მათ მიერ შექმნილ “ქვეყნის გამდიდრების” გეგმაზე იქნება დაფუძნებული – “ეს იქნება გეგმა, რომელიც დაძლევს სიღარიებას”.