“ევროპულმა საქართველომ” ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო 17 ოქტომვერს დაგეგმილი მარში გააუქმა

470

“ევროპულმა საქართველომ” 17 ოქტომბერს დაგეგმილი მარში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო გააუქმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

ევროპული საქართველო “ანტი-ბიძინა” მარშით რესპუბლიკის მოედნიდან შუშის სასახლემდე მსვლელობას გეგმავდა.

16 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უახლესი მონაცემებით, საქართველოში სულ 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაიცვალა – 124, გამოჯანმრთელდა –  7613.