შემდეგი სტატია გორში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატს ლევან თარხნიშვილს და მისი შტაბის წევრებს თავს დაესხნენ. შემთხვევა სოფელ მეჯვრისხევში მოხდა. ლევან თარხნიშვილის განცხადებით, სოფელ მეჯვრისხევში "ქართული ოცნების" აქტივისტები თავს დაესხნენ. მისი თქმით, ინციდენტი პლაკატების გადაკვრას მოყვა. თარხნიშვილის განმარტებით, მათ პლაკატებზე იყო გადაკრული ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის ფოტოები და როდესაც მათი წარმომადგენლები კადრებს იღებდნენ, მმართველი გუნდის წარმომადგენელბმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. "ამ დროს ქუჩაში...
16 ოქტომბერს, კოვიდპანდემიის ფონზე, ბათუმში "ნაციონალურმა მოძრაობამ" მრავალრიცხოვანი აქცია გამართა.  აქციაზე არ არის დაცული სოციალური დისტანცია. შეკრებილებს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა და ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებმამ ბათუმში კოვიდინფექცია ხელოვნურად გაავრცელა. ის ხალხს დაპირდა, რომ მომავალში საქართველოს ვერცერთი ვირუსი მოერევა. აქციაზე ენმ/ძალა ერთობაშიამ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარადგინა: ლევან ვარშალომიძე – საქართველოს პარლამენტში, გიორგი კირთაძე – აჭარის უმაღლეს საბჭოში, გია აბულაძე – ხელვაჩაურის,...
„ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, წინასაარჩევნი გარემო პრობლემურია, რადგან ხელისუფლების მხრიდან ძალადობისა და დაშინების ფაქტები ფიქსირდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უამრავი მოქალაქე ამის შესახებ არ საუბრობს, რადგან ეშინია, რომ პრობლემები შეექმნება ან სამსახურს დაკარგავს. „კერძო შეხვედრების დროს პირადად შემხვედრია ათასობით ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ აშინებენ სოციალური დახმარების მოხსნით, ოჯახის წევრების სამსახურიდან გაშვებით, ასევე იმით, რომ ვიღაცას ოპერაცია სჭირდება და თანხას...
2020 წლის არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა კომისიამ ცესკო-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „რა შეზღუდვებს უწესებს კანონმდებლობა საჯარო მოხელეებს საარჩევნო პერიოდში და როგორ უნდა იქნას გაგებული კანონის მოთხოვნები- ამ საკითხების ერთგვაროვანი აღქმის მიზნით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ ცესკო-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტის მიზანი 2020 წლის არჩევნებზე...
კორონავირუსით ინფიცირების გამო, სულ 21 ბაღში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის განცხადებით, 12 ოქტომბერს 4 ბაგა-ბაღი არ გაიხსნა, შემდეგ კი 17 ბაგა-ბაღი დაიკეტა, კორონავირუსით ინფიცირების გამო კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, ინფიცირებულებ შორის არიან ბაგა-ბაღის თანამშრომლები და აღსაზრდელები. შეგახსენებთ, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა. სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია შემდეგ 14 ბაღში: 36-ე ბაღი, 99-ე ბაღი, 89-ე ბაღი, 53-ე...
დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში "აზიის განვითარების ბანკის" (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის „წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის თაობაზე“. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში, ADB გამოყოფს ფინანსურ რესურსს 115,3 მლნ ევროს ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს და თანხა პირდაპირ მიიმართება ბიუჯეტში. პროგრამა, ასევე, მოიცავს საინვესტიციო...
შემდეგი ოთხი წელი ოზურგეთისთვის, გურიისთვის იქნება შესაძლებლობების წლები და მაქსიმალურად გავხსნით კარს, მაქსიმალურად გავხსნით შესაძლებლობებს ყველა ადამიანისთვის, ვისაც ეს სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოზურგეთში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე წარადგინა. არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სწორედ საზოგადოების მხარდაჭერით, გურიაში მნიშვნელოვანი სამუშაოები და პროექტები განხორციელდა. სიტყვით გამოსვლისას, მან გურიის განვითარებაში...
გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის ინფორმაციით, იგეგმება პერსონალის დატრენინგება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით აშენდა. მათ შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ უამრავი სიახლე ტექრნოლოგიურ ინოვაციებთან დაკავშირებით, რაც ახალგაზრდების განვითარებასა და ინტერესების ზრდას შეუწყობს ხელს. ტექნოპარკი მათ საშუალებას მისცემს ინოვაციური იდეები შეიმუშაონ და შემდეგ განახორციელონ....
თელავში მუსიკალური სკოლები, ქორეოგრაფიული წრეები და სპორტული სექციები იკეტება. მერიის გადაწყვეტილება დაქვემდებარებულ ა(ა)იპებს დღეს შეატყობინეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ფიქრია ყუშიტაშვილის ინფორმაციით, რეკომენდაცია ჯანდაცვის უწყებების მიერ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის მიიღეს. ,,შესაბამისმა უწყებებმა მოგვცეს რეკომენდაცია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაგვეკეტა აღნიშნული დაწესებულებები. ვადა განსაზღვრული არ არის, ალბათ ვითარების დასტაბილურებამდე ასე იქნება’‘,- განაცხადა ყუშიტაშვილმა. სახელოვნებო და სპორტული სკოლები, 2020...
15 ოქტომბერს ახალციხის ციხეზე, სამცხე–ჯავახეთის ტურისტული ა(ა)იპ „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ სტრატეგიულ დოკუმენტზე იმსჯელეს, ასევე გაიმართა ორგანიზაციის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც DMO–ს აღმასრულებელი დირექტორი, დავით მუმლაძე ამბობს, შეხვედრაზე საჯარო და კერძო სექტორს, ორგანიზაციის მთავარი მიზნები და ამოცანები გააცნეს, გარდა ამისა შედგა ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია და განხილვა. „ასევე მოვიწვიეთ...
„დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში, გელა კვარაცხელია ამომრჩევლის დაშინებასა და ზეწოლაზე საუბრობს, მისი თქმით, უჭირთ დამკვირვებლების შერჩევა, რადგან მათ სოციალური დახმარების მოხსნით და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  ზეწოლასა და დაშინებაზე საგანგებო ბრიფინგი გელა კავარცხელიამ ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა, თუმცა მას არ დაუსახელებია კონკრეტულად ვინ ემუქრება მოქალაქეებს. „არის საგანგაშო სიტუაცია იმ თვალსაზრისით, რომ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოს სასმელი წყლის შიდა სამუშაოების მოწობა დასრულდა. პროექტი, რომელიც გასულ წელს დაიწყო, რამდენიმე კვირაა, რაც დასრულდა. როგორც 15 ოქტომბერს, მარნეულის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გახდა ცნობილი, სოფელში არსებული წყალმომარაგების სისტემა ექსპლუატაციის მიზნით შპს „სოფწყალს“ გადაეცემა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.  „ეს საკმაოდ დიდი პროექტი იყო. მოგეხსენებათ, კიაჩმუღანლოს წლების განმავლობაში არ ჰქონდა სასმელი წყლი. მოეწყო ორი რეზერვუარი. თვითონ მშენებლობა...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ამის შესახებ ინფომაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინირებული მუშაობა არჩევნების პროცესში უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. “მემორანდუმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის, კომპეტენციის ფარგლებში მოხდება...
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ჯაბა შაინიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სახელმწიფომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამი წლის წინ ბათუმში ბინები გადასცა, თუმცა, პირობა დაარღვია. მისი თქმით, 220 ოჯახს დაუსრულებელი ბინა გადასცეს, რასაც წაბლანაში მცხოვრებლები აპროტესტებენ. "1989 წლის 19 აპრილს სოფელ წაბლანაში მეწყრული პროცესი განვითარდა, სადაც ოჯახის წევრები დავკარგეთ. დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფომ ბინა...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, გურამ ვარშალომიძე გარდაიცვალა. გურამ ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მამა იყო. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბში აცხადებენ,  გურამ ვარშალომიძე კლინიკა "მედცენტრში" მკურნალობდა და მას სხვა თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდა. "კლინიკაში დაახლოებით 20 დღეა იმყოფება, იგი ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს და ერთი კვირის შემდეგ კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა",- აცხადებენ პარტიაში. გურამ ვაშალომიძე 81 წლის...
საბურთალოს რაიონში, ერისთავისა და გვარამაძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ჯამში, 3 781 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად გაეცნო. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ერისთავისა და გვარამაძეს ქუჩებზე, სადაც რთული მდგომარეობა იყო და ამ დრომდე არ არსებობდა ასფალტის საფარი. პირველ ეტაპზე,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ