აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, გურამ ვარშალომიძე გარდაიცვალა. გურამ ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მამა იყო.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შტაბში აცხადებენ, გურამ ვარშალომიძე კლინიკა “მედცენტრში” მკურნალობდა და მას სხვა თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდა.
“კლინიკაში დაახლოებით 20 დღეა იმყოფება, იგი ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს და ერთი კვირის შემდეგ კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა”,- აცხადებენ პარტიაში.
გურამ ვაშალომიძე 81 წლის იყო. 1991-1993 წლებში მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 2005-2006 წლებში საქნავთობის გენერალური დირექტორი იყო. 2006 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ეწეოდა.