თელავში მუსიკალური სკოლები, ქორეოგრაფიული წრეები და სპორტული სექციები იკეტება. მერიის გადაწყვეტილება დაქვემდებარებულ ა(ა)იპებს დღეს შეატყობინეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ფიქრია ყუშიტაშვილის ინფორმაციით, რეკომენდაცია ჯანდაცვის უწყებების მიერ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის მიიღეს.
,,შესაბამისმა უწყებებმა მოგვცეს რეკომენდაცია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაგვეკეტა აღნიშნული დაწესებულებები. ვადა განსაზღვრული არ არის, ალბათ ვითარების დასტაბილურებამდე ასე იქნება’‘,- განაცხადა ყუშიტაშვილმა.
სახელოვნებო და სპორტული სკოლები, 2020 წლის მარტში, კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების დროს დაიკეტა და მიმდინარე სასწავლო წელს, მხოლოდ ორი თვის განმავლობაში იმუშავა.