ლევან თარხნიშვილსა და მისი შტაბის წევრებს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა

454

შემდეგი სტატია

გორში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატს ლევან თარხნიშვილს და მისი შტაბის წევრებს თავს დაესხნენ. შემთხვევა სოფელ მეჯვრისხევში მოხდა.

ლევან თარხნიშვილის განცხადებით, სოფელ მეჯვრისხევში “ქართული ოცნების” აქტივისტები თავს დაესხნენ. მისი თქმით, ინციდენტი პლაკატების გადაკვრას მოყვა.

თარხნიშვილის განმარტებით, მათ პლაკატებზე იყო გადაკრული ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის ფოტოები და როდესაც მათი წარმომადგენლები კადრებს იღებდნენ, მმართველი გუნდის წარმომადგენელბმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

“ამ დროს ქუჩაში იმყოფებოდა 6-7 ადამიანი, რომლებიც შეზარხოშებულები იყვნენ. იქვე არის კედელი, სადაც ევროპული საქართველოს პლაკატებზე გიორგი ხოჯევანიშვილის პლაკატები იყო გადაკრული. არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო დამკვირვებლები გვთხოვენ, რომ ასეთ დროს გადავიღოთ სურათი. გორის ორგანიზაციის თავმჯდომარეომ ეთერ ჯალაღონიამ მათი პლაკატის ხელით აწევა სცადა, რომ ქვემოთ ჩვენი გამოჩენილიყო და სურათი გადაეღო, რა დროსაც 6 მამაკაციდან ერთ-ერთმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ეთერს და შემდეგ ყელში სწვდა და სათვალე გაუტეხა. კადრები არსებობს, ჩვენ ვცდილობთ მათ ამოცნობას. იგივე ადგილზე 1 კვირის წინ ინციდენტი ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობასაც. შესაძლებელია, ეს ხალხი პროვოკაციისთვის მოგზავნილები იყვნენ,” – ამბობს ლევან თარხნიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.